ფრჩხილის სოკო საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. გთავაზობთ 3 მრავალჯერ ნაცად საშინაო რეცეპტს პრობლემისაგან თავის დასაღწევად

ფრჩხილის სოკო საკმაოდ დამღლელი დაავადებაა, რადგან მისგან თავის დაღწევა დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს, რომელთა საშუალებით შეძლებთ დაავადებული ფრჩხილის განკურნებას. ხელნაკეთი საშუალებები არის ბიუჯეტური, ყველასთვის ხელმისაწვდომი, უმარტივესი, დაუჯერებლად ეფექტური და არ ახლავს გვერდითი მოვლენები.

რეცეპტი N1 თეთრი ძმარი ფრჩხილის სოკოს წინააღმდეგ

აბაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ძმარი 1 ფინჯანი
  • წყალი 1 ლ

მომზადებისა და მოხმარების წესები:

თბილ წყალს დაამატეთ თეთრი ძმარი, აურიეთ და 20 წუთით ჩაყავით ფეხები. სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღებამდე. მკურნალობა შეიძლება 2-დან 3 კვირამდე გაგრძელდეს.

რეცეპტი N2 ნიორი ფრჩხილის სოკოს წინააღმდეგ

სამკურნალო აბაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნიორი 8 კბილი
  • წყალი 2 ფინჯანი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ნიორს დაასხით წყალი და აადუღეთ რამდენიმე წუთი. ცოტა ხნით გააჩერეთ და თბილ ნახარშში 20 წუთით ჩაყავით ფეხები.

პროცედურები ჩაიტარეთ ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღებამდე.

რეცეპტი N3 საკვები სოდა

აბაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წყალი 2 ლ
  • სოდა 3 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ადუღებულ წყალს დაამატეთ სოდა. თბილ აბაზანაში 20 წუთით ჩაყავით ფეხები. სამკურნალო პროცედურები გაიმეორეთ ყოველდღიურად 2-3 კვირის განმავლობაში.

სოკოს უყვარს ტენიანობა, ამიტომ უნდა ეცადოთ, რომ ფეხები მაქსიმალურად მშრალ მდგომარეობაში შეინარჩუნოთ, ჩაიცვით მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილის წინდები და სათანადოდ დაიცავით ჰიგიენა და არ მისცეთ ინფექციას გავრცელების საშუალება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!