ძალიან ნაზი და ფაფუკი შოკოლადიანი ფუნთუშები ჩემი შვილების ფავორიტია

შემოგთავაზებთ უგემრიელესი და ფუმფულა, შოკოლადიანი ფუნთუშების რეცეპტს.

ამ გემრიელობის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 300 გრ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • სოდა 1 ჩ. კ.
  • მარილი ნახევარი ჩ. კ.
  • შაქარი 2 ს. კ.
  • კარაქი 75 გრ
  • რძე 150 გრ
  • მწარე შოკოლადი გემოვნებით
  • კვერცხი 1 ცალი

მომზადების წესი:

  1. დიდ თასში აურიეთ გაცრილი ფქვილი, შაქარი, მარილი, სოდა და გამაფხვიერებელი.
  2. მიღებულ ნარევს ხელით შეაზილეთ დარბილებული კარაქი, რძე და მოზილეთ ცომი.
  3. მზა ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე და გააბრტყელეთ 3 მმ სისქის ოთხკუთხა ფენად. შემდეგ გაყავით 12 თანაბარ ნაწილად. თითოეულზე დადეთ შოკოლადის ნატეხი. შოკოლადი შეფუთეთ ცომით. კიდეები ნაზად შეკარით.
  4. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დააწყვეთ ფუნთუშები. შემდეგ გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი.
  5. ღუმელი გააცხელთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15-20 წუთი.

მოამზადეთ შოკოლადის არომატით გაჯერებული ოქროსფრად დაბრაწული ფუნთუშები და გემრიელად მიირთვით!