საშინაო ნიღაბი, რომელსაც პირადად ვიყენებ, ნაოჭებსა და ლაქებს ნაკლებად შესამჩნევს გახდის

გსურთ, უმოკლეს დროში გაიმკვრივოთ სახის კანი? ქალბატონებისთვის ამ კითხვის დასმა ალბათ უადგილო იქნება, რადგან ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნება ყველა მათგანის ოცნებაა. შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში მომზადებული ნიღაბის რეცეპტს, რომელის წყალობითაც უმოკლეს დროში გაისწორებთ ნაოჭებს, გაიმკვრივებთ სახის კანს და ათი წლით გაახალგაზრდავდებით.

ნიღაბის პირველი გამოყენებისთანავე საოცარ შედეგს მიიღებთ, ამიტომ ნუ დააყოვნებთ და დაუყონებლივ დაიწყეთ შემოთავაზებული საშუალების გამოყენება.

საჭირო იგრედიენტები:

  • 1 ცალი კვერცხის ცილა
  • ლიმონის წვენი ½ ჩ. კ.
  • ქოქოსის ზეთი ½ ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. აიღეთ საშუალო ზომის კვერცხი, გამოყავით ცილა და გული. ცილა კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ ლიმონის წვენი, ქოქოსის ზეთი და კარგად აურიეთ.
  2. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, ყელზე, დაელოდეთ გაშრობას, დაახლოებით 5-10 წუთის შემდეგ სახე თბილი წყლით ან ბალახის ნაყენით ჩამოიბანეთ. ეფექტური შედეგის მისაღებად ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.
  3. ვიმედოვნებთ, რომ მრავალჯერ გამოცდილი საშუალების გამოყენება ეფექტურ შედეგს მოგცემთ. ნიღაბი უმარტივესი მოსამზადებელია და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევა და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.

გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევა, მოამზადეთ გამახალგაზრდავებელი ნიღაბი და სამუდამოდ დაემშვიდობეთ ნაოჭებს.