ნატურალური საღებავი თმისთვის, რომელიც მას შოკოლადისფერ ელფერს მისცემს

ყავა თმის ბუნებრივი საღებავია, რომელიც არ აზიანებს თმას, თავის კანს, არის უსაფრთხო. შედეგი კი გაგაოცებთ! მიიღებთ  ლამაზ და სასიამოვნო შოკოლადისფერს.

ყავის  ბაზაზე მომზადებული საღებავი განკუთვნილია ღია ფერის თმისთვის და ღებავს თმას შოკოლადისფრად, ანიჭებს ბუნებრივ ბზინვარებას, აძლიერებს თმის ღერებს.

შემოგთავაზებთ ყავის ბაზაზე მომზადებული ხელნაკეთი საღებავების რეცეპტებს.

მომზადების წესი:

  1. მოადუღეთ ძლიერი ყავა, დაახლოებით, 100 მლ, გააგრილეთ, დაამატეთ 2 ს. კ. დაფქული ყავა, 1 ს. კ. ბუნებრივი  კონდიციონერი და აურიეთ.
  2. მომზადებული მასა შეიზილეთ თმაზე, გაინაწილეთ მთელ სიგრძეზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 1 საათი და შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
  3. შემოგთავაზებთ კიდევ ერთ უმარტივეს მეთოდს. მოადუღეთ ძლიერი ყავა. თმა დაიბანეთ შამპუნით და გაგრილებული ყავა შეიზილეთ თმაზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. შემდეგ  გადაივლეთ ვაშლის ძმრისა და თბილი წყლის ნარევი და თმა ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

გაიმეორეთ ეს პროცესი კვირაში 2-ჯერ. ამ გზით ყავას  საშუალებას აძლევთ შეაღწიოს თმაში და დიდი ხნით უნარჩუნებთ თმას ლამაზ, ხალას, ბუნებრივ ფერსა და ბზინვარებას.