შემოგთავაზებთ 100%-ით ნატურალური სახისა და ტანის მკვებავი საცხის რეცეპტს. მოსამზადებლად გჭირდებათ სამკურნალო თვისებებით გაჯერებული ალოე ვერას გელი და ქოქოსის ზეთი. უძლიერესი ინგრედიენტების კომბინაციით მომზადებული საცხი ამცირებს ნაოჭებს, სტრიებს, აღიავებს ლაქებს, კურნავს მზისგან მიღებულ დამწვრობას.
ალოე ვერას გელს მრავალი სარგებელი მოაქვს კანისთვის:
- ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს და ალერგიულ რეაქციებს კანზე.
- ბუნებრივად ატენიანებს და აახალგაზრდავებს კანს.
- კურნავს მზისგან მიღებულ დამწვრობებს.
- აშორებს სტრიებს, ნაოჭებსა და ლაქებს.
ქოქოსის ზეთი
- რეკომენდებულია მშრალი კანისთვის.
- კანს ანიჭებს ბუნებრივ ბზინვარებას.
- კანის ბუნებრივი დამატენიანებელია
სახისა და ტანის მკვებავი საცხის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქოქოსის ზეთი 115 გრ
- ალოე ვერას გელი 115 გრ
- 3-4 წვეთი ეთერზეთი (ლავანდა ან ვანილი)
მომზადებისა და გამოყენების წესები:
პირველ რიგში, ქოქოსის ზეთი და ალოე ვერას გელი აურიეთ პატარა თასში. ურევთ 5 წუთი, უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. ბოლოს დაამატეთ თქვენთვის სასურველი ეთერზეთი და გადაიტანეთ მინის პატარა ქილაში, დაახურეთ ხუფი და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.
საცხი წაისვით შხაპის მიღების შემდეგ. ამ დროს ფორები ღიაა და კანი უფრო სწრაფად შეიწოვს საკვებ ნივთიერებებს.