ნაოჭები ასაკის დამადასტურებელი წვრილ-წვრილი ხაზებია, რომელთა მოშორება ქალბატონების ერთ-ერთი საზრუნავია.
ნაოჭების საწინააღმდეგო კომერციული საშუალებები საკმაოდ ძვირადღირებულია, მაგრამ, საბედნიეროდ, იგივე ეფექტის მიღება შეგიძლიათ ხელნაკეთი მალამოების წყალობითაც. შემოგთავაზებთ ნაოჭების საწინააღმდეგო ხელნაკეთი მალამოების რეცეპტებს.
ფორთოხლის მალამო
ნაოჭების საწინააღმდეგო ეს მალამო საუკეთესოა გამომშრალი და დაღლილი კანისთვის. მალამოს შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცვილი, რომელიც აჯანსაღებს და აახალგაზრდავებს კანს.
დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- გრეიფრუტის ეთერზეთი 1 მლ.
- სალბის ეთერზეთი 1მლ.
- ფორთოხლის ეთერზეთი 2 მლ.
- გვირილას ან გულყვითელას ნახარში 50 მლ.
- E ვიტამინი 1 ჩაის კოვზი
- ფუტკრის ცვილი 3 ს. კ.
- ქოქოსის ზეთი 100 მლ.
- ნუშის ზეთი 50 მლ.
- ჟოჟობას ზეთი 50 მლ
მომზადების წესი:
- ცვილი დაჭერით, ჩაყარეთ თასში, დაასხით ქოქოსის ზეთი და გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ ნუშისა და ჟოჟაბას ზეთები და კარგად აურიეთ, გააგრილეთ, დაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები (ეთერზეთები, გვირილასა და კალენდულას ნახარში) და კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ. შეგიძლიათ ბელნდერიც გამოიყენოთ.
- შედეგად მიიღებთ ერთგვაროვან სქელ და რბილ მასას. მზა მალამო გადაიტანეთ მინის ქილაში, დაახურეთ თავზე და შეინახეთ სიგრილეში. თუ ამ საოცარ მალამოს ყოველდღიურად გამოიყენებთ, შეძლებთ კანის უჯრედების სწრაფად განახლებას. შედეგად გაიმკვრივებთ კანს და მოიშორებთ ნაოჭებს.
ნაოჭების საწინააღმდეგო აღმდგენი მალამო
ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული კანის მკვებავი და გამაახალგაზრდავებელი მალამოს რეცეპტი უძველესია.
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- გრეიფრუტის ეთერზეთი 3 წვეთი
- ფორთოხლის ეთერზეთი 3 წვეთი ან იმავე რაოდენობის სანდლის ხის ეთერზეთი
- 4 წვეთი საკმევლის ეთერზეთი
- სალბის ნახარში 2 ს. კ.
- ვიტამინი E – 2 კაფსულა
- გახეხილი ცვილი 1 ჩ. კ.
- ნუშის ზეთი 3 ჩ. კ.
- ქოქოსის ზეთი 1 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- ნუშისა და ქოქოსის ზეთები დაჭრილ ცვილთან ერთად გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე, დაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და კარგად აურიეთ.
- მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ სიგრილეში. მალამოები გამოიყენეთ ყოველდღიურად, სასურველია, წაისვათ ძილის წინ.
ნუ გადაიხდით ზედმეტს, მოამზადეთ ყველასთვის ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით გაჯერებული ხელნაკეთი საშუალებები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე!