მსუბუქი ნატურალური საფაღარათო საშუალება, რომელიც მოგანიჭებთ თავისუფლებისა და სიმსუბუქის შეგრძნებას

ყაბზობა ანუ შეკრულობა არის ნაწლავების დაყოვნებული, გაძნელებული ან არასრული დაცლა. ყაბზობას უამრავი უსიამოვნო სიმპტომი ახლავს. ადამიანი განიცდის დისკომფორტს, უჩივის მუცლის შებერვას, აქვს დაუცლელობის შეგრძნება.

ყაბზობის ძირითადი მიზეზი არის, როდესაც არ ვიღებთ საკმარისი რაოდენობით მცენარეულ ბოჭკოს, წყალს.

შეკრულობა შეიძლება განვითარდეს კლიმაქსურ პერიოდში, რაც გამოწვეულია ჰორმონალური ცვლილებებით.

ყაბზობის მიზეზებია:

  • არასწორი კვები
  • ცხოვრების უმოძრაო წესი
  • სტრესი
  • ასაკი
  • ზოგიერთი მედიკამენტის და ვიტამინის მიღბა

მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული უამრავი წამალი არსებობს. შემოგთავაზებთ ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საფაღარათო ნარევის რეცეპტს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფინიკის ჩირი (უკურკო) 150 გრ
  • შავი ქლიავის ჩირი 150 გრ
  • წყალი 5 ფინჯანი (თუ გსურთ, მიიღოთ სქელი მასა, შეამცირეთ წყლის რაოდენობა)

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. წყალი აადუღეთ.
  2. ფინიკი და შავი ქლიავი დაჭერით პატარა ნაჭრებად, ჩაყარეთ ადუღებულ წყალში და ადუღეთ გასქელებამდე. მიიღებთ, დაახლოებთ, 20 ულუფას. ერთ ჯერზე უნდა მიიღოთ 1 ს. კ.
  3. შეგიძლიათ მომზადებული მასის 1 ს. კ. მიიღოთ საუზმესთან ერთად, დაამატოთ ფაფებს, კეფირს, იოგურტს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!