ფარისებრ ჯირკვალს პეპლის ფორმა აქვს, მოცულობით 28 გრ-ზე ნაკლებია. იგი მდებარეობს კისრის წინა, კერძოდ, ქვედა ნაწილში.
ფარისებრი ჯირკვალი არეგულირებს ჰორმონებს, რომლებიც მოქმედებს მთელ ორგანიზმზე, გავლენას ახდენს ზრდასა და განვითარებაზე, მეტაბოლიზმზე.
მისი ფუნქციონირება დამოკიდებულია იოდზე და მანგანუმზე. ამ ორი მინერალიდან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისთვის მთავარი არის იოდი.
გთავაზობთ მარტივ ტესტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ განსაზღვრას, შეიცავს თუ არა თქვენი ორგანიზმი ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საკმარის იოდს.
მაჯაზე წაისვით 1-2 წვეთი იოდი და ჩაიწერეთ დრო.
თუ ყავისფერი ლაქა ქრება 24 საათის განმავლობაში ან უფრო ნაკლებ დროში, ეს მიუთითებს ორგანიზმში იოდის ნორმალურ შემცველობაზე.
უმჯობესია ტესტი ჩაიტაროთ დილით, შხაპის მიღების შემდეგ.
მომდევნო 24 საათის განმავლობაში, იოდის ლაქის ფერზე დაკვირვების შედეგები მიუთითებს შემდეგზე:
- თუ ლაქა 24 საათის შემდეგ გაქრება, მიუთითებს, რომ ორგანიზმში იოდის შემცველობა ნორმაშია.
- იოდის ლაქა ქრება ან თითქმის გაქრა 18-24 საათის განმავლობაში, მიუთითებს, რომ ორგანიზმში იოდის მაჩვენებელი საშუალოა.
- ლაქა ქრება ან თითქმის გაქრა 12-18 საათის განმავლობაში, მიუთითებს იოდის მნიშვნელოვან ნაკლებობაზე.
- ლაქა ქრება ან თითქმის გაქრა 6-12 საათის განმავლობაში, მიუთითებს იოდის დეფიციტის მძიმე ხარისხზე.
- ლაქა ქრება ან თითქმის გაქრა თითქმის 6 საათზე ნაკლებ დროში, მიუთითებს იოდის დეფიციტის ძალიან მძიმე ხარისხზე.
- მოცემული ტესტი შეგიძლიათ ჩაიტაროთ 2 კვირაში ერთხელ და აკონტროლოთ იოდის შემცველობა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!