ჰერპესი პატარა ბუშტუკია, რომელიც შეიძლება განვითარდეს ტუჩებზე ან პირის ღრუში.
ეს პრობლემა ფართოდ არის გავრცელებული. ყველაფერი ქავილით იწყება, შემდეგ ჩნდება ბუშტუკები და ბოლოს ჭრილობები.
პირის ღრუს ჰერპესი ჩვეულებრივ შეიძლება ვირუსებით იყოს გამოწვეული. ჰერპესის საწინააღმდეგო უამრავი მედიკამენტი არსებობს. ხალხური მედიცინაც მდიდარია ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული საშუალებებით, რომელთა წყალობით ჰერპესს თავს უმოკლეს დროში დააღწევთ.
სტატიაში შემოგთავაზებთ 6 საუკეთესო ბუნებრივ საშუალებას:
- ჰერპესის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა კვერცხის ნაჭუჭის თხელი გარსი. არ იჩქაროთ კვერცხის ნაჭუჭის გადაყრა, რადგან მისი გარსი ნამდვილი საგანძურია. ფრთხილად მოაშორეთ ნაჭუჭს თხელი გარსი და დაიტანეთ დაზიანებულ ადგილზე.
- დინდგელის რამდენიმე წვეთი დღეში რამდენჯერმე დაიტანეთ ჰერპესზე. იმისათვის, რომ ბუშტუკმა ქერქი არ გაიკეთოს, სქელ ფენად წაისვით კალენდულას ან გვირილას მალამო. სამკურნალო პროცედურები 2-3 საათში გაიმეორეთ.
- 100 მლ წყალს დაამატეთ 1 ს. კ. საკვები სოდა. ნარევი მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით ცეცხლიდან. გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე. მომზადებული ნარევით ჰერპესი დღეში რამდენჯერმე დაიმუშავეთ.
- პიხტის ან ჩაის ხის ეთერზეთი შეიძლება ძალიან სასარგებლოა ჰერპერის სამკურნალოდ. 2 საათში ერთხელ დაზიანებულ ადგილზე დაიტანეთ ზეთის რამდენიმე წვეთი. თავდაპირველად მსუბუქ წვას იგრძნობთ. დადებით შედეგს 2 დღის შემდეგ მიიღებთ.
- მარილი ძალიან სასარგებლოა, როდესაც საქმე ჰერპესს ეხება. დაიტანეთ მცირე რაოდენობის მარილი მტკივნეულ ადგილზე და რამდენიმე წუთი გაიჩერეთ. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ. პროცედურა დღეში რამდენჯერმე გაიმეორეთ.
- ნიორი ჰერპესის საწინააღმდეგო საოცრად ეფექტური ბუნებრივი საშუალებაა. აიღეთ 1 ს. კ. არაჟანი, 1 ს. კ. ფქვილი, 1 ს. კ. თაფლი და 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი. თქვენ ახლა ჰერპესის საწინააღმდეგო უძლიერესი სამკურნალო საშუალება გაქვთ.
თუ თქვენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გაქვთ ან ძლიერი ტკივილები გაწუხებთ, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
გამოიყენეთ ჰერპესის წინააღმდეგ უძლიერესი ბუნებრივი საშუალებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.