მეტეორიტი – ასე ჰქვია უგემრიელეს კანფეტებს, რომელთაც 15 წუთში მარტივად მოამზადებთ

ტკბილეულის მოყვარულებო, შემოგთავაზებთ ხელნაკეთი კანფეტების რეცეპტს. მოამზადეთ და თაფლის, ნიგვზისა და შოკოლადის საოცარი არომატით ისიამოვნეთ!

ხელნაკეთი კანფეტების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 500 გრ ნიგოზი
  • 1 ჩ. კ. კარაქი
  • 5 ს. კ. შაქარი
  • 3 ცალი ორცხობილა
  • 5 ს. კ. თაფლი
  • 2 ფილა შოკოლადი

მომზადების წესი:

  1. ნიგოზი დაჭერით პატარა ნაჭრებად. თაფლი, შაქარი და კარაქი აურიეთ, დადგით დაბალ ცეცხზლე, განუწყვეტლივ ურევთ, სანამ შაქარი არ გადნება.
  2. ორცხობილები დააქუცმაცეთ და შეურიეთ თაფლიან მასას. შემდეგ დაამატეთ ნიგოზი და კვლავ აურიეთ.
  3. ხელებზე დაიტანეთ ცოტა ზეთი და მზა მასიდან გამოხელეთ კაკლის ზომისა და ფორმის კანფეტები. შოკოლადი გაადნეთ და კანფეტები ამოავლეთ.

მომზადებული გემრიელობა მთელი ღამით მაცივარში შეინახეთ.