მოცემული რეცეპტის მიხედვით, ბულგარული წიწაკის საოცრად გემრიელი და არომატული მარინადის მომზადებას შეძლებთ.
დაგჭირდებათ 5 კგ წითელი ბულგარული წიწაკა. აარჩიეთ თქვენთვის სასურველი ზომის ხორციანი ბულგარული წიწაკები, გარეცხეთ, გაჭერით სიგრძეზე და თესლისგან გაასუფთავეთ.
ქილები და ხუფები გაასტერილეთ.
მარინადის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი 1 ლ
- შაქარი 300 გრ
- მარილი 130 გრ
- ზეთი 350 მლ
- ძმრის ესენცია 2 ს. კ.
- ნიორი და ოხრახუში გემოვნებით
ამზადებთ მარინადს:
- მოცემული ინგრედიენტები აურიეთ, ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე, დაახურეთ ხუფი და აადუღეთ.
- ბულგარული წიწაკა ნაწილ- ნაწილ ჩაყარეთ მდუღარე მარინადში, ადუღეთ 2 წუთი, ამოიღეთ და ჩააწყვეთ ქილებში. ქილები კარგად გაავსეთ და დაახურეთ ხუფები.
- შემდეგ მარინადში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ნიორი. ადუღეთ 1 წუთი. მდუღარე მარინადით გაავსეთ ქილები და მოხუფეთ. ქილები დააწყვეთ თავდაყირა და გაგრილებამდე შეფუთეთ.
- ახლა უკვე შეგიძლიათ წელიწადის ნებისმიერ დროს მოამზადოთ ბულგარული წიწაკის უგემრიელესი მარინადი და გაანებივროთ თქვენი საყვარელი ადამიანები.
გემრიელად მიირთვით!