კანის ტონის გათანაბრება ამ რეცეპტით სახლის პირობებში რთული სულაც არ არის. უთხარით არა ჰიპერპიგმენტაციას

შემოგთავაზებთ ბუნებრივი მათეთრებელი ნიღბის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ პიგმენტური ლაქების გაღიავებას. ნიღაბი შესანიშნავია ჰიპერპიგმენტაციის, აკნესა და აკნეს ნაწიბურების სამკურნალოდ, დაბერების ნიშნებთან საბრძოლველად.

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წითელი ხახვის წვენი 2 ს. კ.
  • იოგურტი ან ხაჭო 2 ს. კ.
  • როზმარინის ან ლავანდის ეთერზეთი 2 წვეთი

მომზადებისა და მოხმარების წესები:

  1. 1 თავი წითელი ხახვი გაფცქვენით, დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და დააბლენდერეთ. შემდეგ მიღებული მასა გადაიტანეთ მარლაზე და გამოწურეთ წვენი.
  2. ხახვის წვენს დაამატეთ იოგურტი და კარგად აურიეთ.
  3. ხახვის უსიამოვნო სუნმა რომ არ შეგაწუხოთ, დაამატეთ როზმარინის ან ლავანდის ეთერზეთი.
  4. მომზადებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და 15-20 წუთის განმავლობაში წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. მოერიდეთ თვალების ირგვლივ კანს. უმჯობესია, თვალები დახუჭოთ. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით თბილი წყლით.

საუკეთესო შედეგის მისაღებად, თავდაპირველად, ნიღაბი  გაიკეთეთ ყოველდღიურად, ხოლო 1 კვირის შემდეგ_ კვირაში ერთხელ.