ხელმისაწვდომი საშინაო საშუალება გაგათავისუფლებთ უსიამოვნო სუნისგან, თანაც ეფექტი დროებითი არ იქნება

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული პირის ღრუს უსიამოვნო სუნის საწინააღმდეგო სავლების რეცეპტს.

მოცემული პრობლემა უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე.

ნუ დაიზარებთ, მოამზადეთ უმარტივესი ინგრედიენტებით დატვირთული სავლები, გამოძებნეთ ყოველდღიურად 5 წუთი,  გამოივლეთ, გათავისუფლდით ამ უსიამოვნო პრობლემისგან და გახდით თავდაჯერებული!

ხელნაკეთი სავლების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 2 ცალი ლიმონის წვენი
  • თბილი წყალი 1 ჩ. ჭ.
  • დარიჩინი ნახევარი ჩ. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • სოდა 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ახალგამოწურულ ლიმონის წვენს  დაამატეთ თაფლი, დარიჩინი და აურიეთ. მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის კონტეინერში. შემდეგ დაამატეთ თბილი წყალი, საკვები სოდა და კარგად შეანჯღრიეთ.

მომზადებული სავლების 1-2 ს. კ. გამოივლეთ, რამდენიმე წამით ჩაიგუბეთ პირში და გადმოაქციეთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!