ავოკადო ძალიან სასარგებლო ხილია. ის გაჯერებულია სიცოცხლისთვის აუცილებელი ვიტამინებით:
B5, B6, C, K, E, კალიუმი და სხვები. ავოკადო წყაროა უჯრედისის და ეს სოცარი ხილი შეიცავს იგივე ცხიმოვან მჟავას, რომელიც ზეითუნის ზეთის შემადგენლობაშია.
ავოკადო ფართოდ გამოიყენება კულინარიაში. ის მრავალი კერძის შემადგენლობაში შედის.
იცით თუ არა, რომ თქვენ თვითონ შეგიძლიათ, გაახაროთ თქვენი ავოკადო.
სტატიაში შემოგთავაზებთ იმ მარტივ ნაბიჯებს, რომლებიც დაგჭირდებათ საოცარი მცენარის გასახარებლად.
1. თესლის გაღვივება
აიღეთ ავოკადოს თესლი და გაუკეთეთ 4 ცალი კბილის ჩხირი. დარწმუნდით, რომ ჩხირები ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით არის დაშორებული.
შემდეგ ავოკადოს თესლი მოათავსეთ ჭიქაში და დაასხით წყალი. კბილის ჩხირები გამოიყენეთ ისე, როგორც სურათზე არის მოცემული.
თესლი წყალში დააყოვნეთ 2-დან 6 კვირამდე, დადგით თბილ ადგილზე, მზის სხივებიდან მოშორებით.
დააკვირდით თქვენი ავოკადოს თესლმა ფესვები ხომ არ გაიკეთა? როდესაც ფესვის სიგრძე დაახლოებით 6 სანტიმეტრამდე გაიზრდება, შეასწორეთ 3 სანტიმეტრამდე და დაელოდეთ, რომ ფესვები უფრო სქელი გახდეს.
2. დარგვის დრო
აიღეთ ქოთანი, შეავსეთ საკვები ნივთიერებებით მდიდარი ნიადაგით. ავოკადოს თესლი ნახევრამდე მოათავსეთ ქოთნის შუაგულში პატარა ხვრელში. დაუკვირდით, ფესვი აუცილებლად ნიადაგით უნდა დაიფაროს.
ნიადაგი უნდა იყოს ტენიანი, მაგრამ წყლით ზედმეტად არ გაჯეროთ. თუ ფოთლები გაყვითლებას და ჩამოცვენას დაიწყებს, გამოშრობა აცადეთ და შემდეგ დაასხით მცირე რაოდენობის წყალი. ხოლო თუ თქვენს ავოკადოს ფოთლები გაუყავისფერდა და გამოუშრა ე. ი. მას წყალი აკლია. მცენარე მოათავსეთ ნიჟარაში და წყლით გააჯერეთ.
3. ისიამოვნეთ თქვენი ავოკადოთი!
იზრუნეთ თქვენს ავოკადოზე, დააკვირდით და ისიამოვნეთ როგორ ყალიბდება ნაყოფი, თუმცა ამ პროცესს დიდი დრო დასჭირდება.