კანი თვალების გარშემო ნაოჭებისგან თავისუფალი რომ იყოს, პერიოდულად ჩაიტარეთ ორი მარტივი პროცედურა

ბევრი ქალი, მათ შორის ახალგაზრდა, დგას ისეთი პრობლემის წინაშე, როგორიცაა ქუთუთოების შეშუპება. და თუ მიზეზი შინაგან დაავადებებში არ არის, მაშინ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ ქუთუთოების აწევა.

ჩამოკიდებული და შეშუპებული ქუთუთოების, თვალების ირგვლივ მუქი წრეების მიზეზები შეიძლება იყოს: ცხოვრების წესი, ცუდი ჩვევები, ძილის ნაკლებობა, ქრონიკული დაღლილობა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, თუ მიზეზი წმინდა კოსმეტიკურია და არ საჭიროებს შინაგანი გზით მკურნალობას, მაშინ ქუთუთოების აწევა სახლის პირობებში სავსებით შესაძლებელია.

შემოგთავაზებთ ორ მარტივ პროცედურას და გაგიზიარებთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელთა საშუალებით შეძლებთ მოცემული პრობლემის აღმოფხვრას.

N1 მასაჟი ყინულით

თუ დილით შეშუპებული თვალებით იღვიძებთ, მარტივი გამოსავალია ყინულის კუბები. ცივი ავიწროებს სისხლძარღვებს, გამოდევნის ზედმეტ ტენიანობას და რამდენიმე წუთში შეძლებთ ქუთუთოების აწევას.

წყალი ჩაასხით ყინულის კუბების ფორმაში და გაყინეთ. შეგიძლიათ წყალს გაყინვამდე დაამატოთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. ლიმონის წვენი აღიავებს კანს, მოგაშორებთ მუქ წრეებს. მოერიდეთ თვალის ლორწოვან გარსს!

ყინულის კუბები შეგიძლიათ მოამზადოთ გვირილას ნაყენით.

თვალები გაიწმინდეთ ფრთხილი წრიული მოძრაობებით, რადგან ქუთუთოების კანი საკმაოდ თხელია და  ნაზი. ყინულის კუბი წაისვით შემდეგი მიმართულებით: ზედა ქუთუთოს გასწვრივ თვალის შიდა კუთხიდან გარეთა კუთხემდე, ხოლო ქვედა ქუთუთოზე პირიქით.

თუ შეამჩნევთ გაღიზიანებას ან ძლიერ სიწითლეს შეწყვიტეთ გამოყენება.

N2 კვერცხის გულის ნიღაბი

შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიღბები, რომლებიც ინტენსიურად კვებავს თვალის ირგვლივ კანს. ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება კვერცხის გულის ნიღაბი. კვერცხის გული  შეიცავს 10-ზე მეტ ვიტამინს და, დაახლოებით, 15 მინერალს.

1 ცალი კვერცხის გული ათქვიფეთ ჩანგლით, დაამატეთ ჩაის კოვზი თქვენთვის ხელმისაწვდომი ზეთი (ზეითუნის ან მზესუმზირის, სიმინდის) და 1-2 წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი. ქუთუთოების კანისთვის სასარგებლოა ქაცვის, ხორბლის ჩანასახების, ყურძნის წიპწების, ატმის, ილანგ-ილანგის ეთერზეთი.

თვალები დახუჭეთ და მომზადებული მასა თხელ ფენად გადაისვით. სამოქმედოდ გაიჩერეთ 10-15 წუთი. რაც უფრო ხშირად გაიკეთებთ ნიღაბს, ეფექტი მით უფრო შესამჩნევი იქნება. ნიღაბი გაიკეთეთ საღამოს. მორჩენილი მასა გადაიტანეთ თავდახურულ ჭურჭელში, შეინახეთ მაცივარში და გამოიყენეთ დილით.

გაგიზიარებთ ახლობელი კოსმეტოლოგის სასარგებლო რჩევებს:    

  • ჩემი კოსმეტოლოგი კარდინალური ჩარევების წინააღმდეგია. ის გვირჩევს, კანის ტიპის მიხედვით, მკაცრად შევარჩიოთ ყოველდღიური მოვლისთვის განკუთვნილი კოსმეტიკა (მშრალი ან ცხიმიანი, გლუვი ან პრობლემური კანისთვის და ა. შ.).
  • შეეცადეთ გამოიყენოთ ერთი წარმეობის კოსმეტოლოგიური საშუალებები: გამწმენდი ლოსიონი, დამატენიანებელი და მკვებავი საცხები, ქუთუთოების საცხი და სხვა.
  • არ წაისვათ თვალზე სახის სხვა ზონისთვის განკუთვნილი საცხი. შეეცადეთ, აუცილებლად გამოიყენოთ თვალის საცხი, ვინაიდან ქუთუთოების კანი განსხვავებულია.
  • არ დაიბანოთ სახე და თვალები ძალიან ცხელი წყლით. ჯერ დაიბანეთ თბილი წყლით და ბოლოს გადაივლეთ ცივი წყალი.
  • ქუთუთოებზე საცხის ან ნიღბის წასმის დროს იმოქმედეთ  ფრთხილად და აუცილებლად წასმა დაიწყეთ ზედა ქუთუთოს შიგნითა კუთხიდან, ხოლო ქვედა ქუთუთოზე პირიქით, გარედან შიგნით.