მდიდარი ქიმიური შემადგენლობის წყალობით ჭინჭარი ბუნების ნამდვილი საგანძურია. სამკურნალო მცენარე აქტიურად გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.
ამჯერად, შემოგთავაზებთ ჭინჭრის თესლის საფუძველზე მომზადებული ზეთის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ არასასურველი თმის მოშორებას. მეთოდი საკმაოდ ძველია და მრავალჯერ გამოცდილი.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ჭინჭრის თესლი 3 ს. კ.
- ზეთი (უმჯობესია, გამოიყენოთ სელის ან ზეითუნის) 100 მლ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ჭინჭრის თესლი დანაყეთ.
- მოცემული ინგრედიენტები მოათავსეთ მინის ქილაში, დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ 14 დღე. ქილა დადეთ ბნელ და გრილ ადგილას.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ, მომზადებული მასა გაფილტრეთ და გადაიტანეთ მინის ბოთლში. აუცილებლად შედეთ მაცივარში.
- ზეთი დაიტანეთ ბამბის ფირფიტაზე და წაისვით ჭარბთმიან ადგილებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ ნახევარი საათი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- ჭინჭრის ზეთი გამოიყენეთ კვირაში 2-3-ჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე.
გარდა იმისა, რომ მოიშორებთ არასასურველ თმას, ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ კოსმეტიკური მიზნებისთვის.
ჭინჭრის თესლის ბაზაზე მომზადებული ზეთი კურნავს ართრიტს, ოსტეოქონდროზს, მიოზიტს. ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ კუნთების, ლიგატების, სისხლჩაქცევების, დაჭიმვის დროს. განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის.