5 საჭმელი, რომელიც წონის დაკლების მსურველებმა უნდა დაივიწყონ

ჩვენი სხეულის ფორმებზე ზრუნვისას ხშირად ვფიქრობთ, რომ ხილი დაბალკალორიული და ჯანსაღი საჭმენია, რის გამოც მას დესერტივით მივირთმევთ და ხშირად ვახშმის მაგივრადაც კი ვჭამთ. თუმცა, ასეთი მიდგომა ყველა სახის ხილის მიმართ ნამდვილად არასწორია, რადგან მათი უმრავლესობა დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს და ხშირად ამით შოკოლადსაც კი უტოლდება. ამიტომ უნდა იცოდეთ, თუ რომელი ხილი არ უნდა ჭამოთ დიეტაზე ყოფნის დროს:

5.

მარწყვი ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია, რომელიც დიეტის დროს შეგიძლიათ ჭამოთ. იგი შეიცავს ბევრ ფაიბერს, C ვიტამინს, წყალს და ძალიან ცოტა შაქარს, რაც ცელულიტებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. ამის საპირისპირო შედეგს მოგცემთ გარგარის ჭამა. მისი დიდი ოდენობით მირთმევამ შესაძლოა მუცელში მომწამვლელი ნივთიერების დაგროვება გამოიწვიოს, რასაც მისი გული შეიცავს. ასეთი საწამლავები იწვევენ გულისრევას, თავბრუსხვევას და მსგავს პრობლემებს.

4.

საზამთროები ბევრ ფაიბერს დ წყალს შეიცავს, რისი წყალობითაც მალე გიკმაყოფილებთ მადას და ასევე გეხმარებათ ზედმეტი ტოქსინებისგან განთავისუფლებაში, ასევე კურნავს ცელულიტებსა და აკნესაც. მათი დახმარებით ორგანიზმში სითხის ბალანსს იდეალურად აღიდგენთ. სამწუხაროდ საპირისპირო ეფექტის მომტანია მსხლის ჭამა, რადგან ეს ხილი აფერხებს მომნელებელი სისტემის მუშაობას და იწვევს შეკრულობას.

3.

შაქრის დაბალი შემცველობის წყალობით ტყის კენკრა თქვენს ორგანიზმს არ ავნებს. იგი ასევე C ვიტამინს და სასარგებლო ნტიოქსიდანტებსაც შეიცავს, ასევე ეხმარება კოლაგენების გამოყოფას და ზედმეტი ცხიმის წვის პროცესს. რაც შეეხება მაგალითად ავოკადოს, მისი ენერგეტიკული ღირებულება 227 კალორიაა, რის გამოც იგი ძალიან მცირე დოზებით უნდა მიიღოთ.

2.


ვაშლი საუკეთესო ხილია ფიტნესისთვის. ისინი არ შეიცავენ ცხიმს და მხოლოდ 60-100 კალორიით გამოირჩევიან საშუალოდ. ანტიოქსიდანტეის და პექტინის შემცველობის წყალობით ვაშლი ასევე ეფექტურად ებრძვის ცელულიტებს. რაც შეეხება ყურძნებს, მათი ჭამა ძალიან ცუდია თქვენი ჯანმრთელობისთვის. ისინი შეიცავენ ბევრ შაქარს და ასევე ძალიან ძნელად მონელებად პროდუქტს წარმოადგენენ. ასევე მათ კურკებში არსებული მჟავები აზიანებს თქვენს კბილებს.

1

გრეიფრუტი ყველაზე ეფექტურად ებრძვის ზედმეტ წონას საკუთარი ცხიმის წვის გამომწვევი ეფექტების წყალობით. მისი ენზიმები კალორიების აქტიურად გადამუშავებას უწყობს ხელს. ამის გამო ვერანაირი კალორიული ვახშამი ვერ დააზიანებს თქვენს ფიგურას, თუკი მასთან ერთად გრეიფრუტს შეჭამთ. რაც შეეხება ბანანებს, ისინი ყველაზე ენერგეტიკულ პროდუქტად ითვლებიან. თუმცა, მათი მონელების პროცესი ნელია და მეცნიერების დასკვნის მიხედვით მათში ასევე შედის ისეთი ნივთიერებები, რომლებიც ცხიმოვანი უჯრედების დაყოფას უშლის ხელს.