შემოგთავაზებთ კარტოფილის ბაზაზე მომზადებული ხელნაკეთი ნიღბების რეცეპტებს, რომელთა საშუალებით შეძლებთ ლაქების გაღიავებას.
1. ლიმონი და კარტოფილი
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- უმი კარტოფილი 1 ცალი
- ნახევარი ლიმონის წვენი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
კარტოფილი გათალეთ, გახეხეთ, დაამატეთ ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ.
მომზადებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და შეიზილეთ წრიული მოძრაობებით. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ლიმონის წვენით მომზადებული ნიღბის შემდეგ მოერიდეთ მზეზე გასვლას.
2. კარტოფილი და ხახვი
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარტოფილი 1 ცალი
- თეთრი ხახვი ნახევარი თავი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ. მიღებული მასა წაისვით დაზიანებულ უბნებზე და გაიჩერეთ 15 წუთი. პროცედურის ბოლოს სახე დაიბანეთ თბილი წყლით.
3. კარტოფილი და კიტრი
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარტოფილი 1 ცალი
- ნახევარი კიტრი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ინგრედიენტები გათალეთ, დაჭერით და დააბლენდერეთ. ნიღაბი მსუბუქი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და გაიჩერეთ 25 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
4. კარტოფილი და სტაფილო
- კარტოფილი 1 ცალი
- ნახევარი სტაფილო
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ინგრედიენტები დააბლენდერეთ. უნდა მიიღოთ გლუვი პასტისებური მასა.
მზა მასა მსუბუქი მოძრაობებით წაისვით სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით. სასურველია, ნიღაბი გაიკეთოთ საღამოს.
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ნიღაბი გაიკეთეთ ზედიზედ მინიმუმ 3 დღე.
ეს ნიღბები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს კანს!