შემოგთავაზებთ სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელიც აუმჯობესებს მხედველობას. წამლის შემადგენლობაში შემავალი ყველა ინგრედიენტი ბუნებრივია და თითოეული მათგანი უძველესი დროიდან გამოიყენება მხედველობის გასაუმჯობესებლად.
ვიტამინებითა და მინერალებით დატვირთული ნარევი სასარგებლოა კანისა და თმისთვის. კვებავს კანს, არბილებს, ხდის გლუვს, ატენიანებს და ანიჭებს აბრეშუმისებრ ბზინვარებას. აქვს თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტი, კვებავს და ამაგრებს თმის ძირებს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თაფლი 10 ს. კ.
- ნიორი 3 კბილი
- ლიმონი 4 ცალი
- სელის ზეთი 200 მლ
მომზადების წესი:
ნიორი დაჭყლიტეთ. ლიმონი ქერქისგან გაასუფთავეთ, დაჭერით და ნიორთან ერთად მოათავსეთ მინის ქილაში. დაამატეთ თაფლი, სელის ზეთი და შეანჯღრიეთ. ქილას დაახურეთ ხუფი და შედეთ მაცივარში.
ნარევი შეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ შინაგანი გზით.
მიიღეთ თითო-თითო სუფრის კოვზი ყოველი ჭამის წინ. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ მომზადებული მასის ამოწურვამდე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!