ასაკოვანი მოცეკვავეები სულ უფრო და უფრო ხშირად გვხვდება. ქორეოგრაფიულ წრეებზე ზოგი სიამოვნების მისაღებად, ზოგი ფიზიკური ფორმის მხარდასაჭერად, სხვები კი მეგობრების შესაძენად დადის. აი, გასაოცარი ფაქტი: მოცეკვავე ხალხი უფრო საღ გონებას ფლობენ, მოძრავები არიან და ინსულტის შემდეგ ძალებს სწრაფად აღიდგენენ. ამით მასარიკის უნივერსიტეტის მეცნიერები დაინტერესდნენ და ცეკვას და ახალგაზრდობას შორის კავშირის გამოკვლევა გადაწყვიტეს.
რედაქცია გიამბობთ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ცეკვა 40 წლის შემდეგ, ან უფრო უკეთესი მთელი ცხოვრება.
ცეკვის სარგებელი
დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ახალგაზრდობის ხანგრძლივობას ჩვენი ტვინი განსაზღვრავს. თქვენ შეიძლება გარეგნულად შთამბეჭდავად გამოიყურებოდეთ, მაგრამ ამას რა აზრი აქვს, თუ ასაკობრივი დემენცია იწყება, რომელიც ბევრ პრობლემას იწვევს. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ცეკვა არა მხოლოდ ფიზიკური აქტივობა, არამედ ფსიქოთერაპია და დემენციის, ე.წ სიბერის დაავადების კარგი პროფილაქტიკაა.
სანამ ვცეკვავთ, ჩვენს ტვინში სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. ადრე უმოქმედო ტვინის ნაწილები იღვიძებს. მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროები სინქრონულად მოქმედებას იწყებენ. სამყარო უფრო ნათელი და მოცულობითი ხდება, რადგან ტვინი ერთდროულად ყურადღებას აქცევს რითმს და მუსიკას, სხეულის მოძრაობას აკონტროლებს.
მასარიკის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდმა გადაწყვიტა გამოეკვლია 60 წელს ზემოთ ადამიანების ჯანმრთელობა, რომლებიც ადგილობრივ საცეკვაო სტუდიებში დადიან. შედეგებმა აჩვენა, რომ ისინი გაცილებით უფრო ჯანმრთელები არიან. ისინი გადაწყვეტილებას სწრაფად იღებენ, ლოგიკურ კავშირებს ადვილად პოულობენ, შესანიშნავად აანალიზებენ და ინფორმაციას იმახსოვრებენ და საერთოდ, მათი ორგანიზმი თანატოლებთან შედარებით უფრო ძლიერი და ახალგაზრდულია.
შინაგანი ორგანოები უფრო მეტ ჟანგბადს იღებენ. უფრო მეტიც, ცეკვის დროს ორგანიზმი ენდორფინებს, ე.წ. ბედნიერების ჰორმონებს გამოყოფს. ადამიანი სწრაფად მხნევდება და მხნეობას მთელი დღე ინარჩუნებს. აი, მეცნიერებმა ცეკვის ასეთი დადებითი მხარეები აღმოაჩინეს.
ცეკვის სარგებელი
1. ცეკვა პრაქტიკულად სხეულის ყველა კუნთს ავარჯიშებს და სახსრების ქსოვილებზე დადებით გავლენას ახდენს.
2. ცეკვა სუნთქვის სისტემას ავარჯიშებს.
3. სხეულის მოძრაობა სისხლს სისხლძარღვებში სწრაფად მოძრაობას აიძულებს. შესაბამისად, სისხლძარღვები დამატებით მოქნილობას იძენს და დაგუბებები ქრება. ეს გულ-სისხლძარღვთა დაავადების და ინსულტის ეფექტურ პროფილაქტიკას წარმოადგენს.
4. რეგულარული ცეკვა რთული მოძრაობის შესრულებით ტვინის მოქმედებას და მეხსიერებას აუმჯობესებს, ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს ამცირებს.
5. ცეკვა ემოციების უკეთ გამოხატვაში დაგეხმარებათ და ნეგატიური ენერგიისგან გაგათავისუფლებთ.
6. რეგულარული ცეკვა ზედმეტი კალორიების დაწვაში დაგეხმარებათ, რაც წონის შემცირებას ხელს უწყობს.
7. ბევრი ცეკვა ადამიანის ნერვულ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს: ნერვული დაძაბულობა და თავის ტკივილი ქრება, არტერიული წნევა რეგულირდება.
8. ადამიანებს, რომლებიც პროფესიონალურად ცეკვავენ, პარკისონის დაავადება არ აქვთ.
ცეკვა ორგანიზმის დაბერების პროცესს აფერხებს, ტყუილად არ ამბობენ: „მოძრაობა ცხოვრებაა“. საცეკვაოდ ჯანმრთელი ადამიანის ყველაზე ოპტიმალური გრაფიკი – კვირაში 3-ჯერ, 60-90 წუთი. ამისთვის სპეციალურ სტუდიაში სიარული საჭირო არაა. შეგიძლიათ სახლში, საყვარელ მუსიკის ჰანგებზე იცეკვოთ ან ცეკვის წვეულებებს პარკში ეწვიოთ. ფიზიოლოგები და ექიმები პენსიონრებს საბალეტო ცეკვებზე განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას ურჩევენ.