შემოგთავაზებთ მხოლოდ სამი ინგრედიენტით მომზადებული უგემრიელესი ორცხობილების რეცეპტს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარტოფილის სახამებელი 350 გრ (სიმინდის_ 300 გრ)
- შესქელებული რძე 200 გრ
- კარაქი 100 გრ
მომზადების წესი:
- თასში ჩაასხით შესქელებული რძე, დაამატეთ 100 გრ დარბილებული კარაქი და შეაზილეთ სახამებელი.
- ცომი უნდა იყოს რბილი. ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სიმინდის სახამებელი. სიმინდის სახამებლით თუ მოამზადებთ ორცხობილები უკეთ ინარჩუნებს ფორმას.
- გამოხელეთ პატარა, კაკლის ზომის, ბურთები. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. ცომის ბურთები დააწყვეთ ფორმაზე და ჩანგლით მსუბუქად დააწექით.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15 წუთი.
ორცხობილების ძირი იბრაწება, ხოლო ზედაპირი რჩება თეთრი. ფხვიერ და ნაზ ორცხობილებს შესქელებული რძის სასიამოვნო გემო და სურნელი აქვს.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!