ხვრინვა პრობლემაა, რომლის წინაშეც ძალიან ბევრი ადამიანი დგას. ხვრინვა ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას. გარდა ამისა, დისკომფორტს უქმნის მათ ახლობლებს.
ალბათ, გაინტერესებთ, რა იწვევს ძლიერი ხმაურის გამოცემას. ხვრინვას იწვევს:
- ძილის არასწორი მდგომარეობა;
- ცხვირის ძგიდის გამრუდება;
- ალკოჰოლის მოხმარება;
- სიმსუქნე;
- გაციება ან ალერგია, ცხვირიდან გამონადენი;
- ტონზილიტი ან ადენოიდები;
სპეციალისტები გვირჩევენ, რომ დილა-საღამოს გააკეთოთ ყბის ვარჯიშები, რომლებიც აძლიერებს ცხვირისა და პირის კუნთებს. ყბა ამოძრავეთ წინ და უკან. ვარჯიში გააკეთეთ 30-ჯერ.
გამოყავით ენა რაც შეიძლება წინ, შემდეგ აწიეთ სასამდე. თითოეული ვარჯიში შეასრულეთ 30-ჯერ. შეეცადეთ, დაწვეთ გვერდზე.
საღამოს არ დალიოთ ალკოჰოლი და მოერიდეთ ძილის წინ ჭამას.
შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული ეფექტური ნარევის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ მოცემული პრობლემისგან გათავისუფლებას. წვენის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტი გაჯერებულია ვიტამინებითა და მინერალებით და მრავალი სარგებელი მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის.
გემრიელი და სამკურნალო წვენის საშუალებით ბევრმა ადამიანმა დააღწია თავი ამ უსიამოვნოს პრობლემას.
წვენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ვაშლი 2 ცალი
- სტაფილო 2 ცალი
- ლიმონი მეოთხედი
- ჯანჯაფილის ფესვი პატარა ნაჭერი
მომზადების წესი:
- მოცემული ინგრედიენტები დაჭერით და წვენსაწურით გამოწურეთ წვენი.
- მომზადებული წვენი დალიეთ დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე.
- წვენის შემადგენლობაში შედის ჯანჯაფილი, ამიტომ მისი მოხმარება არ არის რეკომენდებული ნაღვლის ბუშტში კენჭების დაგროვების, ალერგიისა და მაღალი ტემპერატურის დროს. გულის დაავადებებისა და ჰიპერტონიის შემთხვევაში გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.
- თუ ბუნებრივი მეთოდები არაეფექტური გამოდგა და ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!