21 საინტერესო ფაქტი ადამიანის ორგანიზმის შესახებ, რომელიც თქვენთვის დღემდე უცნობია.

ჩვენ გვგონია, რომ საკუთარი სხეულის შესახებ ყველაფერი ვიცით. ჩვენ ვიცნობთ მის შიგნით მიმდინარე პროცესებს და იმას, თუ რა იცვლება მასში ყოველდღიურად. თუმცა, რეალურად ჩვენი ორგანიზმი ბევრად უფრო კომპლექსური და მისტიური მექანიზმია, რომელიც ზოგჯერ ყველაზე გამოცდილ მეცნიერებსა და ექიმებსაც კი აბნევს. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ 21 ისეთ საინტერესო ფაქტს ორგანიზმის შესახებ, რომელიც თქვენ აუცილებლად გაგაოცებთ:

1. ენის ფორმა ყველას უნიკალური აქვს.


2. ერთი თმის ღერს შეუძლია მასზე ვაშლის ჩამოკიდებას გაუძლოს.
3. ადამიანის პირში არსებული ბაქტერიების რაოდენობა დედამიწის მოსახლეობის რაოდენობას უდრის
4. რბილი და მსხვრევადი ფრჩხილები ზედმეტად აქტიურ ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე მიუთითებენ


5. ტვინის იმპულსების სიჩქარე 400 კ/ს აღწევს
6. სინამდვილეში 4 სისხლის ჯგუფის ნაცვლად 29 არსებობს. ყველაზე იშვიათი სისხლის ტიპი იაპონიაში მცხოვრებ პატარა ოჯახს ეკუთვნის.
7. ერთი დღის მანძილზე ჩვენი სისხლი 19,312 კილომეტრს გადის.


8. ორგანიზმში არსებული ნერვების საერთო სიგრძე 75 კილომეტრია.
9. ადამიანი დღეში საშუალოდ 20 ათას სუნთქვას ანხორციელებს.
10. თითქმის ყველა ადამიანს ყავს წამწამებზე სპეციალური ტკიპები, რომლებსაც დემოდექსს უწოდებენ.


11. ადამიანის თვალს 10 მილიონზე მეტი ფერის გარჩევა შეუძლია, თუმცა ტვინი ყველა მათგანს ვერ იმახსოვრებს.
12. ჩვენი ყურები მთელი ცხოვრების განმავლობაში იზრდება საოცარი სისწრაფით – მეოთხედი მილიმეტრით წელიწადში.
13. ჩვენი გულისცემის რაოდენობა წელიწადში 35 მილიონს აღწევს.


14. ყოველდღე ჩვენი სხეული კანის მილიონ უჯრედს კარგავს – წელიწადში ეს რაოდენობა ჯამში 2 კილოს აღწევს.
15. თქვენი კანის 1 სანტიმეტრი დაახლოებით 100 ტკივილის სენსორს მოიცავს.
16. ბიჭებს ენაზე უფრო ნაკლები გემოს სენსორები აქვთ ვიდრე გოგოებს.
17. საშუალოდ ადამიანი ცხოვრებაში 35 ტონა საჭმელს მიირთმევს.


18. ადამიანი საშუალოდ ცხოვრებაში 5 წელს ატარებს თვალების დახამხაბებაში. საბედნიეროდ ამის პარალელურად სხვა რამეების კეთებაც შეგვიძლია.
19. ჩვენს ტვინში ყოველ წამში 100 ათასი ქიმიური რეაქცია ხორციელდება.
20. ჩვენი დაცემინების სიჩქარე 160 კ/ს გახლავთ.
21. სიცილი სახის 17 კუნთს ააქტიურებს, ხოლო ტირილი 43 კუნთს.