შემოგთავაზებთ უგემრიელესი ბლითის რეცეპტს. უმარტივესად მოსამზადებელი ფუმფულა ბლითები ძალიან უხდება ჩაის, ყავას, კეფირს, მაწონს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 3 ცალი კვერცხის გული
- არაჟანი 3 ს. კ.
- კარაქი 50 გრ
- შაქარი 4-5 ს. კ.
- რძე 80 მლ
- საფუარი 1 ჩ. კ.
- ვანილი
- მარილი მწიკვი
- ფქვილი 2,5-3 ჩ. ჭ.
- ქიშმიში
მომზადების წესი:
- ინგრედიენტები უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
- საფუარი გახსენით რძეში და ცოტა ხანს გააჩერეთ.
- კარაქი ათქვიფეთ გათეთრებამდე. შემდეგ სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხის გულები და თითო-თითო ს. კ. შაქარი, არაჟანი, ვანილი და დაასხით საფუვრიანი რძე.
- მომზადებულ მასას თანდათან შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და ქიშმიში. ქიშმიშს გამოყენებამდე დაასხით ცხელი წყალი და გადაწურეთ საწურზე. შემდეგ დაყარეთ ხელსახოცზე, გააშრეთ, მოაყარეთ ცოტა ფქვილი და აურიეთ.
- ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და ზელთ ხელით რამდენიმე წუთი. ცომი ჩადეთ თასში, გადააფარეთ ტილო და სითბოში გააჩერეთ 1 საათი.
- აფუებული ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და მოამზადეთ თქვენთვის სასურველი ზომის ბლითები. დააწყვეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე. დაიცავით მანძილი. გადააფარეთ ტილო და გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ ფუნჯის საშუალებით წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული და მოაყარეთ შაქარი.
- ღუმელი გააცხელეთ 180-200 გრადუს ტემპერატურაზე.
ოქროსფრად დაბრაწული ბლითები გააგრილეთ და გემრიელად მიირთვით!