მოამზადეთ უგემრიელესი შოკოლადი, დაამატეთ თქვენთვის სასურველი არომატი და გემრიელად მიირთვით!
ხელნაკეთი შოკოლადი 10 წუთში მზად გექნებათ. დრო სჭირდება გაციებას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კაკაო 100 გრ
- ნაღები და ცხიმიანი რძე 50 მლ
- შაქრის ფხვნილი 2 ს. კ.
- კარაქი 50 გრ
- გემოვნების მიხედვით დაამატეთ ვანილი, დარიჩინი, ნიგოზი, გარგრის ჩირი, ქიშმიში
მომზადების წესები:
- ნაღები ან რძე აადუღეთ. დაამატეთ შაქარი, ვანილი, კარაქი და დარიჩინი.
- კაკაო ჩაყარეთ თასში, დაასხით რძიანი მასის მცირე ნაწილი და კარგად აურიეთ.
- ურევთ განუწყვეტლივ, თან ამატებთ ცოტა-ცოტა რძიან მასას. შემდეგ ცოტა ხნით დადგით ორთქლის აბაზანაზე ან დაბალ ცეცხლზე და შეურიეთ დაჭრილი ნიგოზი ან თხილი, ქიშმიში ან გარგრის ჩირი.
- მომზადებული შოკოლადი გაანაწილეთ ყინულის კუბების ფორმაში, გააგრილეთ და შედეთ მაცივარში.
- შეგიძლიათ დაჭრილი თხილის ან ნიგვზის ნაცვლად, ფორმაში განაწილების შემდეგ ჩაუდოთ თითო-თითო თხილი ან ნუში, ან ნიგვზის მეოთხედი ლებანი.
- შეგიძლიათ მოამზადოთ მარტო ვანილის შოკოლადი ან დარიჩინის. უგემრიელესია ცოტა კონიაკს ან ყავის, ან ლიმონისა და ფორთოხლის კანისგან დამზადებულ ლიქიორს თუ დაამატებთ.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!