
შემოგთავაზებთ ხაჭოს უნაზესი და უგემრიელესი ღვეზელის რეცეპტს. დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ატამი, შეგიძლიათ გამოიყენოთ დაკონსერვებულიც.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 200 გრ
- კარაქი 100 გრ
- შაქარი 100 გრ
- კვერცხი 1 ცალი
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიეტები:
- ხაჭო 400 გრ
- არაჟანი 200 გრ
- შაქარი 120 გრ
- კვერცხი 2 ცალი
- სახამებელი 2 ს. კ.
- ნახევარი ლიმონის წვენი
- ვანილი
- ატამი
მომზადების წესი:
- დარბილებული კარაქი, შაქარი და კვერცხი ათქვიფეთ. ფქვილს დაამატეთ გამაფხვიერებელი და თითო კოვზობით შეაზილეთ კვერცხიან მასას, როცა მასა გასქელდება გააგრძელეთ ხელით ზელა. მიიღებთ სქელ და ელასტიურ ცომს.
- გამოსაცხობად დაგჭირდებათ 22 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა. ცომი გააბრტყელეთ საცხობი ფორმის ძირზე და 6-7 სმ-ით ამოიტანეთ კედლებზედაც. ფორმა 30 წუთით შედეთ მაცივარში.
- შიგთავსის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ფორმა გამოიღეთ მაცივრიდან და დაფარეთ გულსართით. ზემოდან დაადეთ ნახევარ-ნახევარი ატამი და ნაზად დააწექით.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 45-50 წუთი.
ღვეზელი გააგრილეთ და 1 საათით შედეთ მაცივარში, რადგან ხაჭოს გემო უკეთ ვლინდება გაციებულ ღვეზელში. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!