შემოგთავაზებთ ფხვიერი ცომის რეცეპტს. გემრიელი და არომატული ცომით შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენთვის სასურველი ფორმის ფხვიერი ორცხობილები.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 150 გრ
- კარაქი 100 გრ
- 1 ცალი კვერცხის გული
- მწიკვი მარილი
- ცივი წყალი 3-4 ს. კ.
- გამაფხვიერებელი ნახევარი ჩ. კ.
მომზადების წესი:
- გაცრილ ფქვილს დაამატეთ მარილი, ჩაახეხეთ ცივი კარაქი და ხელით მსუბუქად აურიეთ.
- დაამატეთ კვერცხის გული და ცივი წყალი. სასურველია, დაამატოთ 1 ჩ. კ. არაყი და მოზილეთ ცომი.
- მზა ცომს შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და 30 წუთით შედეთ მაცივარში.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე. გააბრტყელეთ თხელ ფენად და დაჭერით თქვენთვის სასურველი ფორმებით.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. ოქროსფრად დაბრაწული ორცხობილები გააგრილეთ და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
მოცემული რეცეპტის მიხედვით, მომზადებული ცომით შეგიძლიათ გამოაცხოთ საშობაო ორცხობილებიც და მორთოთ თქვენი ფანტაზიით.
გემრიელად მიირთვით!