იმის მიხვედრა, რომ ორგანიზმს ვიტამინური მხარდაჭერა სჭირდება, საკმაოდ მარტივია. იგი დახმარებას დაღლილობის, გაღიზიანებადობის, დაბალი შრომისუნარიანობის, სახის კანის არაჯანსაღი ფერის ან თმისცვენის გზით ითხოვს.
უმჯობესია, ამ საკითხს კომპლექსურად მიუდგეთ. იმის დასადგენად, თუ კონკრეტულად რომელი ვიტამინები გაკლიათ, სასურველია, ჩააბაროთ სისხლის ანალიზი მიკროელემენტების რაოდენობის დასადგენად. თუმცა, დასაწყისისთვის ეცადეთ, ორგანიზმი იმ ნატურალური ვიტამინებით დაანაყროთ, რომლებსაც საკვები შეიცავს.
A ვიტამინი
- ამ ვიტამინის სხვა სახელწოდებაა რეტინოლი. მის გარეშე შეუძლებელია ორგანიზმის სრულყოფილი ფუნქციონირება. იგი აძლიერებს იმუნურ სისტემას და პასუხს აგებს ნივთიერებათა ცვლაზე, თვალების, კბილების, თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე.
მას შეიცავს პომიდორი, ოხრახუში, სტაფილო, ციტრუსი, ისპანახი, კვერცხის გული, კარაქი, გარგარი, ქაცვი, თითქმის ნებისმიერი მცენარეული ზეთი(ზეითუნი, სელი, ქაცვი, სეზამი, ხორბლის ამონაცენი). გაითვალისწინეთ, რომ რეტინოლი საუკეთესოდ აითვისება ცხიმებთან ერთად, ამიტომ, მოიხმარეთ ეს პროდუქტი 1 წვეთ ზეთთან ერთად.
ვიტამინი В1
- ცნობილი, როგორც თიამინი – მონაწილეობს მეტაბოლიზმის პროცესში, უზრუნველყოფს ორგანიზმს ენერგიით და პასუხს აგებს თავის ტვინის აქტიურ ცხოველქმედებაზე.
მას შეიცავს სრულმარცვლოვანი პური, ბურღულეული(ბრინჯი, შვრია, ფეტვი, ქერი, ხორბალი, წიწიბურა), სეზამის მარცვლები, ტყის თხილი, სიმინდი, კაკალი, კარტოფილი, ხორცი.
ვიტამინი В2
- რიბოფლავინი პასუხს აგებს ახალი ნერვული უჯრედების დაყოფაზე, იცავს თვალებს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, ხელს უწყობს სისხლის ახალი წითელი სხეულების წარმოქმნას, ეხმარება ორგანიზმს რკინის ათვისებაში.
მას მიიღებთ ბროკოლის, კვერცხის, ლუდის, ხაჭოს, შავი ქლიავის ჩირის, სოკოს, თევზის, ნატურალური მაწვნისა და ასკილის ნაყოფისგან.
ვიტამინი В6
- პეროდოქსინი პასუხს აგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის სწორ ფუნქციონირებაზე, არეგულირებს სისხლის წნევას და აძლიერებს იმუნიტეტს. მისი დახმარებით რეგულირდება ნერვული ბალანსი და თავის ტვინის აქტიური ფუნქციონირება. ვიტამინი В6 ხელს უწყობს მყარი ფრჩხილების ზრდას და აღადგენს კანის უჯრედებს.
მას შეიცავს თევზი, სტაფილო, რძე, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, პომიდორი, წიწაკა, ალუბალი, თხილეული.
ვიტამინი В6
- ციანოკობალამინი მონაწილეობს სისხლის წითელი სხეულების წარმოებაშო. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს იმუნიტეტს და არეგულირებს ღვიძლის მოქმედებას.
მას შეიცავს ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტი, ღვიძლი, არაჟანი, კვერცხი.
ვიტამინი С
- ასკორბინის მჟავა – შეუცვლელი დამხმარეა ძვლის, კბილების, ღრძილების ქსოვილებისა და სისხლძარღვების უჯრედების ფორმირებაში. იგი აძლიერებს იმუნიტეტს და გვეხმარება რეაბილიტაციაში.
მიიღეთ С ვიტამინი ციტრუსის, კივის, ვაშლის, პომიდვრის, ფხლის, ქაცვის, ატმის, შავი მოცხრისა და ასკილისგან.
ვიტამინი Е
- ტოკოფეროლი – უმძლავრესი ანტიოქსიდანტი, რომელსაც შეუძლია ენდოკრინული სისტემის ნორმალიზება, მოქმედებს ტვინის ცხოველქმედებაზე, გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე. მას დამატებით უნიშნავენ მომავალ დედებს, რამდენადაც ვიტამინი ხელს უწყობს ფეხმძიმობის სწორ მიმდინარეობას.
Е ვიტამინს შეიცავს ზეითუნის ზეთი, ქაცვი, ბულგარული წიწაკა, სელის ზეთი, ბარდა, ავოკადო.
ვიტამინი D
- ეს ვიტამინი არეგულირებს ნაწლავების ფუნქციონირებას, იცავს ჩვენს ორგანიზმს შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიის, ტუბერკულოზისა და ათეროსკლეროზისგან.
ყველასთვის ცნობილია, რომ იგი თვითონ წარმოიქმნება მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების დროს, თუმცა, მას შეიცავს თევზის ქონი, ოხრახუში, ხიზილალა და მცენარეული ზეთები.
გისურვებთ ჯანმრთელობას!