
სტატიაში შემოგთავაზებთ ანთების საწინააღმდეგო საშუალების რეცეპტს, რომლის დახმარებითაც თავს დააღწევთ ართრიტითა და პოდაგრით გამოწვეულ ტკივილებს და აირიდებთ ორგანიზმისთვის საზიანო მედიკამენტების გამოყენებას.
შემოთავაზებული საშუალება გაჯერებულია ანთების საწინააღმდეგო ბუნებრივი ინგრედიენტებით. მართალია, სასმელს მჟავე გემო აქვს, მაგრამ ორგანიზმის გასაწმენდად საუკეთესო ვარიანტია.
მოგაწვდით მცირე ინფორმაციას თუ რა სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის სამკურნალო ელექსირის შემადგენლობაში შემავალ ინგრედიენტებს.
- ანანასი მდიდარია C ვიტამინით, ბრომელაინითა და მაგნიუმით, რომელიც დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე da აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.
- ლაიმი გაჯერებულია C ვიტამინითა და ფლავონიდებით, რომლებიც თავიდან გვარიდებს ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლებას.
- ჯანჯაფილი მდიდარია ანთების საწინააღმდეგო ნაერთებით, იდელური საშუალებაა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაბალანსებისთვის და საკვები ნივთიერებების სათანადო შეწოვის უზრუნველსაყოფად.
- ორგანული თაფლი მრავალფუნქციური ინგრედიენტია, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია სხეულის დეტოქსიკაციაზე და ანთების პრევენციაზე.
იხილეთ ჯანმრთელობის ელექსირის რეცეპტი
საჭირო ინგრედიენტები:
- ანანასი ½
- ლაიმი 1 ცალი
- ჯანჯაფილი 2-3 სმ სიგრძის
- თაფლი 1 ს. კ.
მომზადების წესები:
- მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ და მომზადებისთანავე მიიღეთ.
- საუკეთესო შედეგისთვის სამკურნალო სასმელი მიიღეთ ყოველდღე. კურსის ხანგრძლივობა – 2 კვირა. ერთი კურსის ჩატარების შემდეგ გააკეთეთ მინიმუმ რამდენიმე დღიანი შესვენება.
მაქსიმალური შედეგისთვის უნდა გამოიყენოთ ნედლი ანანასი და არა დაკონსერვებული. ანანსი გაჯერებულია ფერმენტებით, რომლებიც დაკონსერვების პროცესში იკარგება. კოჭა პოდაგრის, ოსტეოსრთრიტის და რევმატოიდული ართიტის სამკურნალოდ საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა.
გარდა ამისა ჯანჯაფილი საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ხსნის დილის შეშუპებას.
მოამზადეთ შემოთავაზებული ელექსირი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.