ბევრ ქალს აინტერესებს, თუ როგორ იყოს ყოველთვის მოდური ბევრი ფულის დახარჯვის გარეშე. სინამდვილეში, ყველაფერი ძალიან მარტივადაა. ქალი ყოველთვის ლამაზი და მოდური იქნება, თუ კარადაში ტრენდული, საბაზისო ნივთები ექნება. მსგავსი ტანსაცმელი შეგიძლიათ 5, 10, 15 წელი ჩაიცვათ და მაინც აქტუალური იყოს. გარდა ამისა, ასეთი ნივთები ნებისმიერი ასაკის ქალს უხდება, იმის მიუხედავად 20 თუ 40 წლის ხართ.
ნახეთ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარი, რომელიც მოდიდან არასდროს გადავა და საბაზისო გარდერობის შესანიშნავი საფუძველი გახდება.
1. ტრენჩი
ტრენჩი საწვიმარი ლაბადის განსაკუთრებულ მოდელს წარმოადგენს, რომლის მთავარ ატრიბუტებს მანჟეტები, საყელო, ქამარი და უკანა ჩაჭრილი ნაწილი წარმოადგენს. კლასიკურ ვარიანტად ითვლება ქვიშისფერი ტრენჩი ისეთი ბრენდებისგან, როგორიცაა Burberry, Massimo Dutti, J. Crew და Asos. თანამედროვე ბაზარზე მოდის მიმდევრებს როგორც გრძელ, ასევე მოკლე მოდელებს სთავაზობენ, რომელიც ნებისმიერ სტილს უხდება.
დიახ, დიახ, ლაბადა შეგიძლიათა არა მხოლოდ კაბასთან ან საქმიან კოსტიუმთან ჩაიცვათ. ის მომგებიან ტანდემს შექმნის ჯინსთან, მსუბუქ ჰაეროვან კაბასთან და ფართო შარვალთან. ტრენჩის ქვეშ შეგიძლიათ მოტკეცილი შარვალი ჩაიცვათ – ძალიან ახალი და საინტერესო ლუქი გამოვა. რაც შეეხება ფეხსაცმელს, აქ თავისუფალი არჩევანი გაქვთ. ლაბადას შესანიშნავად შეეფერება მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ბალერინები, ბოტასები.
2. თეთრი ბოტასები
სპორტი ყოველთვის მოდაშია, ამიტომ ბოტასები არასდროს დაბერდება. ყოველთვის ყველაზე მოდურად თეთრი, ლაკონური დიზაინის მოდელი ითვლებოდა. პრინტების, ლოგოების, მაქმანების და სხვა დეკორატიული ელემენტების გარეშე – აი, ტრენდული ბოტასის მთავარი მოთხოვნა, რომელიც საბაზისო გარდერობში საპატიო ადგილს იკავებს. მათი ჩაცმა წლის ნებისმიერ დროსა და ამინდში შეგიძლიათ. მთავარია მასალა სწორად უნდა შეარჩიოთ. ის ჰარმონიულად ერწყმის არა მხოლოდ ჯინსებს და მინი ქვედაბოლოებს, არამედ რომანტიკულ შიფონის კაბას, მოკლე და გრძელ შარვალს, ასევე ზემოთ მოხსენებულ ტრენჩს. საუკეთესო მოდელებს, რომლებიც მრავალი წელი გემსახურებათ, გვთავაზობენ ისეთი ბრენდები, როგორიცაა Reebok, Nike და Converse.
3. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი
ასეთი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი საქმიანი სტილის კლასიკაა. რამდენი წელიც იარსებებს საოფისე მოდა კოსტიუმებით, პერანგებით, მკაცრი კაბებით, ეს ფეხსაცმელიც იმდენი წელი მოდაში იქნება. ახლა ძალიან ბევრი ნებისმიერი გემოვნების და საფულის მოდელი არსებობს. სხვათა შორის, იდეალური ვარიანტია ზამშეს ნიმუში, რადგან ზამშე ტყავისგან განსხვავებით შავ მჭიდრო კოლგოტს უფრო ჰარმონიულად ერწყმის. თუ წვრილ ქუსლიანი ფეხსაცმელი არ გიყვართ, შეგიძლიათ ფართო ქუსლიანი ვარიანტი შეარჩიოთ, მთავარია – ელეგანტურად გამოიყურებოდეს. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ასეთი ფეხსაცმელი ნებისმიერ სტილს დაამშვენებს. შეგიძლიათ როგორც ოფისში, ასევე წვეულებებზეც ჩაიცვათ.
4. თეთრი პერანგი
კლასიკური სწორი, თეთრი პერანგი დეკორატიული ელემენტების გარეშე ნებისმიერ საბაზისო გარდერობის საფუძველს წარმოადგენს. ეს ნივთი საკმაოდ თვითკმარია, ნებისმიერ ჯინსს, შარვალს და კაბას უხდება. სტილისტები გირჩევენ, ისეთი პერანგი აირჩიოთ, რომლის სიგრძეც სიგანეზე ოდნავ გრძელი იქნება. ასე უფრო მეტი სტილის შექმნის საშუალება გექნებათ. შეგიძლიათ ჩაიკეცოთ, თუ საქმე ყოველდღიურ სტილს ეხება. ტანსაცმლის ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ, რომ ბამბის პერანგი ძალიან მოცულობითად გამოიყურება, ამიტომ მას ვიწრო შარვალი, ელასტიკი ან მოტკეცილი ჯინსი შეუხამეთ. უფრო მსუბუქ მოდელს კი ნებისმიერი ვარიანტი შეეფერება.
5. შავი როლინგი
შავი როლინგის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მისგან ბევრი ლუქის შექმნა შეიძლება. შერჩეული აქსესუარის, ქვედა ტანსაცმლის, კოსტიუმის არსებობის ან არსებობის მიხედვით, ეს ნივთი ახლებურად გამოიყურება. ქალები მას უხამებენ კლასიკურ შარვალს და დაპრესილ ქვედაბოლოს, კარდიგანს და კოსტიუმს, პალანტინს ან ტყავის ქურთუკს. მთავარია გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ შავი როლინგი ბიჟუტერიის, ყელის შარფის და სხვა ფერადი აქსესუარების გარეშე ძალიან მოსაწყენად გამოიყურება. ასე რომ, მოდური დეტალებით მისი გაფორმება არ დაგავიწყდეთ.
6. პატარა შავი კაბა
კოკო შანელმა ყველა ქალს შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა, როცა პატარა შავი კაბა მოიფიქრა. სამოდელო სახლის „Chanel” დამფუძნებელი თვლიდა, რომ ეს ნივთი ასაკის, სოციალური მდგომარეობის, სხეულის აღნაგობის და ცხოვრების პირობების მიუხედავად ნებისმიერი ქალის გარდერობში უნდა იყოს. პატარა შავი კაბა ნამდვილად უნივერსალურია. კოსტიუმთან ან კარდიგანთან კომბინაციაში შეგიძლიათ სამსახურში ჩაიცვათ, ჯინსის ქურთუკთან ერთად – სეირნობის დროს, ხოლო მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად – რომანტიკულ ვახშამზე. თანამედროვე მაღაზიებში ამ ნივთის ბევრ ვარიანტს იპოვით. სცადეთ ისეთი მოდელი შეარჩიოთ, რომელიც სწორედ თქვენი შესაფერისი იქნება. კაბა შეიძლება იყოს მოტკეცილი ან ჰაეროვანი, გრძელი ან მოკლე, ამოჭრილი ან მის გარეშე, მოხდილი ან დახურული ზურგით. უამრავი ვარიანტი არსებობს და ბოლო სიტყვა თქვენზეა.
7. ჯინსი
ჯინსებზე შეიძლება ითქვას, რომ მათ იცვამდნენ, იცვამენ და მომავალში არა ერთი წელი ჩაიცვამენ. რა თქმა უნდა, ყოველ წლიურად დიზაინერები ახალ ნიმუშებს ქმნიან, ზოგჯერ კი ძველ პოპულარულ მოდელებს მოდაში აბრუნებენ. მაგალითაც, ახლა მოდაში დაბრწუნდა მაღალწელიანი, ფართო და კლეშის სტილის მოდელები. სტილისტები გირჩევენ არჩევანი ამ უკანასკნელზე გააკეთოთ, რადგან ის უფრო მოხდენილს გაჩენთ და თქვენს ქალურობას ხაზს უსვამს, ამასთან ნაკლს მალავს. გახსოვდეთ, რომ კლეში მხოლოდ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს უნდა შეუხამოთ. სწორძირიან ფეხსაცმელთან თავის ხიბლს კარგავს.
8. ტყავის ქურთუკი
გსურთ თქვენს ლუქს ცოტა სითამამე, თავისუფლება და ადრენალინი დაუმატოთ? მაშინ გარდერობს ტყავის ქურთუკი დაუმატეთ. ეს ნივთი სტერეოტიპების მიუხედავად არა მხოლოდ მოზარდებს და ახალგაზრდებას უხდება. ის 40 წლის ქალებზეც იდეალურად გამოიყურება, მთავარია სწორი ქსოვილის მოდელი შეარჩიოთ. ტყავის ქურთუკი განსაკუთრებულ ცხოვრების წესს და სულის მდგომარეობას მოითხოვს. მას საქმიანი ადამიანი ვერ ჩაიცვამს, რომლის ცხოვრებაც ოფისში, კონფერენციებსა და მოლაპარაკებებში გადის. და, რა თქმა უნდა, საჭიროა სითამამე. ყველა ქალს არ შეუძლია საზოგადოება გამოიწვიოს და ტყავის ქურთუკი ჩაიცვას, თუმცა ამას თავისი ხიბლი აქვს. იყო თამამი, მიზანდასახული და თავდაჯერებული და ეს ტყავის ქურთუკის დამსახურებით.
9. შავი ჩანთა
კიდევ ერთი კლასიკური ჟანრის ნივთი. თუ ქალის გარდერობში მკაცრი სტილის ჩანთა არ არის, მისი ლუქი დასრულებული ვერ იქნება. ეს აქსესუარი ყველა ნაწილს აერთიანებს და მას მთლიანს ხდის. ჩანთის არჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ ის ძალიან ლაკონური, დეკორატიული ელემენტების გარეშე უნდა იყოს. თუ სწორ და ხარისხიან ნიმუშს აარჩევთ, მას ბევრი წელი ატარებთ, რადგან ეს ნივთი ყველა მოდურ ქალს უნდა ჰქონდეს, რომელიც საკუთარ თავს ყურადღებას აქცევს და სურს, რომ ტრენდული იყოს.