,,სინაზე“ – ასე ჰქვია შოკოლადის ამ უგემრიელეს ტორტს, რომელიც სახელს ნამდვილად ამართლებს

შემოგთავაზებთ უგემრიელესი დესერტის რეცეპტს. ,,სინაზე“_ სახელიც რომ შესაბამისად აქვს შერჩეული. ფუმფულა, ჰაეროვანი ბისკვიტის, არომატული კრემისა და შოკოლადის მინანქრის  კომბინაცია ისეთი ნაზია, რომ პირში დნება.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 1 ჩ. ჭ.
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • კვერცხი 5 ცალი
  • ვანილი გემოვნებით

კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 1 ცალი
  • რძე 1 ჩ. ჭ.
  • შაქრის ფხვნილი 0,5 ჩ. ჭ.
  • ფქვილი 2,5 ს. კ.
  • კარაქი 50 გრ

მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარაქი 50 გრ
  • კაკაო 3 ს. კ.
  • შაქრის ფხვნილი 4 ს. კ.
  • არაჟანი 4 ს. კ.
  • ვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ცომის მოსამზადებლად ათქვიფეთ კვერცხი, ვანილი და შაქარი. შემდეგ თანდათან შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. ბისკვიტი ყოველთვის გამოდის ფუმფულა და ნაზი.
  2. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით კარაქი და მომზადებული ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
  3. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება, დაახლოებით, 1 საათი.
  4. ამზადებთ კრემს: კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ ვანილი, ფქვილი, რძე და კარგად აურიეთ. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ და ადუღეთ გასქელებამდე.
  5. ადუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან და შეურიეთ კარაქი. გაგრილებული კრემი მიქსერით კარგად ათქვიფეთ.
  6. ამზადებთ მინანქარს: სქელძირიან ქვაბში მოათავსეთ კუბიკებად დაჭრილი კარაქი. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და გაადნეთ კარაქი. შემდეგ დაამატეთ კაკაო, შაქარი, არაჟანი და ვანილი, თან ურევთ განუწყვეტლივ. როდესაც  შაქრი გადნება, გადმოდგით ცეცხლიდან, ადუღება არ არის საჭირო.
  7. გაითვალისწინეთ, მინანქარი ბოლოს უნდა მოამზადოთ და ცხელი უნდა მოასხათ ბისკვიტს.
  8. მომზადებული ბისკვიტი გაყავით 2 თანაბარ ფენად. ბისკვიტის ერთ ნაწილზე მთლიანად გაანაწილეთ მომზადებული კრემი. კრემს დაადეთ ბისკვიტის მეორე ნაწილი და მთლიანად დაფარეთ მინანაქრით. ტორტი 3-4 საათით შედეთ მაცივარში.

ზღაპრულად არომატული, ნაზი და ჰაეროვანი დესერტი  გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!