11 მოდური ხრიკი, რომელიც არა ერთ გოგოს დაეხმარება

ინტერნეტ სივრცე უჩვეულო, მაგრამ გასაოცრად წარმატებული მოდური ხრიკებით სავსეა. ზოგიერთი იმდენად ორიგინალურია, რომ გვსურს გაგიზიაროთ. ამ რჩევების დახმარებით სხვადასხვა სირთულესთან გამკლავებას შეძლებთ.

1. ბიუსჰალტერის თასმები სკრეპებით დამალეთ

თუ ღრმად ამოჭრილი კაბა იყიდეთ, მაგრამ უთასმო ბიუსჰალტერი არ გაქვთ, უახლოეს მაღაზიაში ქვედა საცვლის ყიდვა არ იჩქაროთ. აიღეთ სკრეპი და ამ საკანცელარიო აქსესუარით თასმები შეკარით. ახლა ლამაზი ტანსაცმლის ჩაცმა შეგიძლიათ.

თუ ისეთი ტანსაცმელი გაქვთ, რომელიც მხოლოდ ერთ მხარს აშიშვლებს, შეგიძლიათ ბიუსჰალტერს ერთი თასმა მოაშოროთ, მეორე თასმა შესანიშნავად დაიკავებს. როცა ორივე მხარი მოშიშვლებულია. მეორე თასმა ყელზე შემოიხვიეთ და თავისუფალ ადგილას დაამაგრეთ.

2. სვიტერი გაპარსეთ, რომ ფუმფულა გრანულები მოიშოროთ

ბეწვის ნივთები ხშირად გრანულებს ქმნის და გარეგნულ მხარეს აფუჭებს. ზოგჯერ ეს ძალიან სწრაფად ხდება, განსაკუთრებით ბამბის მაღალი შემცველობის მქონე ტანსაცმელში. ძველმა სვიტერმა ან ქურთუკმა ახალი სახე რომ მიიღოს, ძველი, უსაფრთხო საპარსი აიღეთ და გრანულების მოსაშორებლად ნივთი ფრთხილად გაპარსეთ. სიფრთხილის შესახებ არ დაგავიწყდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გაჭრით და ჩასაცმელად უვარგისი გახდება!

3. ბოტასებში საკვები სოდა ჩადეთ

სამწუხაროდ, ფეხს თავისი ოფლი აქვს, განსაკუთრებით ცხელ ამინდში. ეს გამაღიზიანებელია და განწყობას აფუჭებს. ამასთან მუდმივად ფეხსაცმლის სუნთან ბრძოლა გვიწევს. ეს ხრიკი პრობლემის სწრაფად და ხარჯის გარეშე მოგვარებაში დაგეხმარებათ. საკვები სოდა პატარა ქსოვილის ნაჭერში გაახვიეთ და ბოტასებში ან სხვა ფეხსაცმელში ჩადეთ. შეგიძლიათ შიგნით ჩადებული ცოტა ფხვნილი თან ატაროთ. გაითვალისწინეთ, რომ ტყავის ან ზამშის ფეხსაცმელი ასეთი მანიპულაციით შეიძლება მტვრევადი გახდეს.

4. ძეწკვი რომ არ გაგეკვანძოთ, პლასტმასის მილი გამოიყენეთ

გაკვანძული ძეწკვის გახსნა საკმაოდ შრომატევადი პროცესია. თუ ამ მარტივ მეთოდს გამოიყენებთ, ცხოვრება მარტივი გახდება. აიღეთ პლასტმასის საწრუპი მილი, ძეწკვი გახსენით და მილში ჩადეთ, შემდეგ კვლავ ჩაკეტეთ. მილის გადაჭრით სიგრძის დარეგულირებას შეძლებთ.

5. ტანსაცმელს საღეჭი რეზინა მოაშორეთ

საღეჭ რეზინას თქვენი იდეალური ლუქის გაფუჭების საშუალება არ მისცეთ. უბრალოდ ყინულის კუბი აიღეთ, საღეჭი რეზინა გააგრილეთ, შემდეგ ბასრი დანით მოაშორეთ. ეს მეთოდი შესანიშნავად მოქმედებს, რადგან საღეჭი რეზინა ტემპერატურის ცვლილებაზე სწრაფად რეაგირებს. გახსოვდეთ, რომ მისი მოშორება გახეხვით არ სცადოთ, ასე წებოვან ლაქას მიიღებთ.

6. სუფთა ვერცხლის აქსესუარი კეტჩუპის დახმარებით

შეიძლება გიჟურად ჟღერდეს, მაგრამ ეს ნამდვილად მოქმედებს. ბევრი სამკაულების მოსავლელად სპეციალურ საშუალებას ყიდულობს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ფული არ დახარჯოთ. ცოტა კეტჩუპი რბილ ქსოვილს დაასხით და ვერცხლის სამკაული მისი დახმარებით გაწმინდეთ. პომიდვრის სოუსი მოაშორეთ და ნახეთ, როგორ ბრწყინავს თქვენი ბეჭედი, საყურე და ყელსაბამი.

7. შლიაპა მაკიაჟისგან დაიცავით

ეს ხრიკი შლიაპების მოყვარულებს გამოადგებათ. საყვარელი თავის აქსესუარი კრემით რომ არ დასვაროთ, წებოვანი ლენტა ან სკოჩი აიღეთ და შლიაპის რგოლს შიგნიდან მიამაგრეთ. ასეთი მარტივი ხრიკი ქსოვილს დაბინძურებისგან და შუბლის კი გაღიზიანებისგან დაიცავს.

8. ბიუსჰალტერის ერთ ადგილზე გასაჩერებლად სკოჩი გამოიყენეთ

თუ მაისურის ქვეშ ჩასაცმელი შესაბამისი ბიუსჰალტერი არ გაქვთ, ორმხრივი ლენტა თქვენი დამხმარე გახდება. ლენტის ნაწილი ბიუსჰალტერის შიგნითა მხარეს დაამაგრეთ, შემდეგ ტანსაცმელი ჩაიცვით, ის წებოვანი ლენტით დამაგრებული იქნება და აღარ შეგაწუხებთ.

9. წყალგაუმტარი ფეხსაცმელი ფუტკრის ცვილით

თუ ფეხსაცმლის ან კეტების დასველება მუდმივად გაღიზიანებთ, ეს მეთოდი დაგეხმარებათ. აიღეთ მშრალი ფეხსაცმელი და მას ფუტკრის ცვილი წაუსვით. შემდეგ შედეგის გასამყარებლად ფენი გამოიყენეთ. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ ფეხსაცმელში ჰაერიც აღარ შევა, ამიტომ ცხელ ამინდში მათ ჩაცმას მოერიდეთ.

10. ვიწრო ფეხსაცმელი გაყინეთ, რომ ზომაში გაწელოთ

თუ ლამაზი ფეხსაცმელი ან ბოტასები იყიდეთ, მაგრამ აღმოაჩინეთ, რომ ძალიან გიჭერთ, არ ინერვიულოთ. ოსტატის დახმარებას შეგიძლიათ გვერდი აუაროთ. ფეხსაცმლის გასაწელად პოლიეთილენის პაკეტები წყლით აავსეთ, კარგად შეკარით და ჰაერი გამოუშვით, შემდეგ სკოჩით დაამაგრეთ. ამის შემდეგ ტუფლში ჩადეთ და საყინულეში მოათავსეთ. დაელოდეთ, სანამ წყალი სრულად არ გაიყინება. სითხე გაფართოვდება და ასე ფეხსაცმელს უფრო ფართოს გახდის. შესამოწმებლად ჩაიცვით. აუცილებლობის შემთხვევაში პროცესი გაიმეორეთ.

11. ფრჩხილის ლაქა აქსესუარებს წაუსვით, რომ მწვანე კვალი მოაშოროთ

ბეჭედმა შეიძლება თქვენი თითი მწვანე გახადოს. ეს კანსა და ლითონს შორის ქიმიური რეაქციის გამო ხდება. ჩვეულებრივ, ასეთ კვალს ტოვებს სპილენძი, მაგრამ მსგავსი თვისება ზოგიერთ სხვა ლითონსაც აქვს. კანის ფერის შეცვლა თავიდან რომ აიცილოთ, აქსესუარებს შიგნითა მხრიდან გამჭვირვალე ფრჩხილის ლაქა წაუსვით. ეს ბარიერს შექმნის და ლითონი თითს აღარ შეგიღებავთ.