ჟოლოს არომატი, ხაჭოს კრემი და ფენოვანი ცომი. ეს დესერტი ნამდვილი საოცრებაა, თანაც მზადდება იოლად

0
230

შემოგთავაზებთ უგემრიელესი დესერტის რეცეპტს. ჟოლოს არომატი, ხაჭოს კრემი და ფენოვანი ცომი საოცარ კომბინაციას ქმნის. ,,თვალი სვამს და თვალი ჭამსო“_ ნათქვამია და პირველ ეფექტს ღვეზელის ვიზუალი მოახდენს, ხოლო დაგემოვნების შემდეგ აღფრთოვანდებით.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფენოვანი ცომი 500 გრ
  • შაქარი ნახევარი ჭიქა
  •  ხაჭო 500 გრ
  • ნაღები 2 ს. კ.
  • ჟოლო 2 ჭიქა
  • შაქრის ფხვნილი ნახევარ ჩაის ჭიქაზე ცოტა მეტი

მომზადების წესი:

  1. ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ თხელ ოთხკუთხედ ფენად და გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე. ცომი ამოიტანეთ ფორმის კიდეებზე.
  2. ღუმელი გააცხელეთ 220 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15 წუთი.
  3. ამზადებთ კრემს: ხაჭო, შაქარი და ნაღები ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი ჰაეროვანი მასა.
  4. ამზადებთ ჟოლოს სიროფს: 1 ჭიქა ჟოლოს მოაყარეთ შაქრის ფხვნილის ნახევარი, დადგით დაბალ ცეცხლზე და აადუღეთ. ადუღეთ 2 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
  5. გაგრილებულ ფენაზე თანაბრად გაანაწილეთ ხაჭოს კრემი. კრემზე დააწყვეთ დარჩენილი ჟოლო და ზემოდან ალაგ-ალაგ მოასხით მომზადებული სიროფი.
  6. ულამაზესი და უგემრიელესი ღვეზელი დაფარეთ დარჩენილი შაქრის ფხვნილით!

გემრიელად მიირთვით!