მარწყვი – რთულად მოსავლელი კულტურაა, მაგრამ საოცრად გემრიელია. იმისათვის, რომ წვნიანი ნაყოფით ინებივროთ ზაფხულში, საჭიროა გაზაფხულზე ცოტა გაწვალდეთ მათ მოსავლელად.
თქვენ ნამდვილად გამოგადგებათ გამოცდილი მეაგარაკისს რჩევები. გაითვალისწინეთ მისი ყოველი პუნქტია და თქვენ შეძლებთ მოიყვანოთ უგემრიელესი მარწყვი მეზობლების გულის გასახეთქად და ოჯახის წევრების გასახარებლად.
მარწყვის მოვლა გაზაფხულზე
ხრიკები აგარაკისთვის:
- როგორც კი თოვლი გადნება და მიწა შეშრება დაიწყეთ მარწყვის კვლების გასუფთავება. მოფოცხეთ შარშანდელი ფოთლები.
- შეაჭერით ძველი ფოთლები ბუჩქებს. მოაცალეთ მცენარეული ნარჩენები: ბუსუსები, ყვავილები, ხმელი ნაყოფი რადგან მათზე შეიძლება დაავადებები არსებობდენ.
- გულდასმით გაფხვიერეთ მიწა, რომ ფესვებმა ისუნთქოს და ნიადაგი უკეთესად გათბეს მზის სხივებით.
- ამის შემდეგ საჭიროა სასუქის შეტანა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი წყალში ხსნადი საშუალება ან ორგანული სასუქი.
- გაზაფხულზე მარწყვის მოვლისას მნიშვნელოვანი პროცედურაა — მცენარის ცხელი წყლით მორწყვა, წყალში “მარგანცოვკა” უნდა დაუმატოთ. გამოიყენეთ 60 °С მდე 250 მლ.გ ცხელი წყალი თითოეული ბუჩქისთვის. ეს ხსნარი წარმატებით ებრძვის მწერებს და მავნებლებს.
- მარწყვი ძალიან ხშირად ავადდება, განსაკუთრებით ემუქრება დალაქავება. ასეთ პრობლემასთან ბრძოლა უმჯობესია ადრეულ გაზაფხულზე დაიწყოთ სპეციალური პრეპარატების დახმარებით. ასევე რეკომენდირებული გამოიყენოთ ნაცარი, რადგან ის შესანიშნავად უმკლავდება მავნებლებს და დაავადებულ მცენარეებს. პროფილაქტიკისთვის ნაცარი მარწყვის ფოთლებსაც მოაყარეთ.
- ასევე მოაყარეთ ბუჩის ძირში და კვლებშორის კომპოსტზე.
ჩვენს მიერ შემოთავაზებული ვიდეოს დახმარებით, თქვენ გაიგებთ როგორ მოუაროთ მარწყვს საგაზაფხულო პერიოდში. ასეთი რჩევებით წარმატებული მარწყვის სეზონი და მდიდარი მოსავალი გარანტირებულია. არ დაიზაროთ გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებსაც.