ბანანი ჩვენს კერძებს უფრო ჯანსაღს ხდის. მასში არსებული ვიტამინები და სასარგებლო მინერალები ყოველთვის მზად არიან ჩვენი ორგანიზმის დასაცავად. სწორედ ამიტომ მოგიმზადეთ ეს საინტერესო სია, რომელშიც ამ ტროპიკული ხილის ყველაზე სასარგებლო თვისებებსა და ეფექტებს გაგაცნობთ:
ონკოლოგიური დაავადებების პრევენცია
ბანანი სპეციფიურ პროტეინს შეიცავს, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების რისკს ამცირებს. დამწიფებულ ბანანებში ეს პროტეინი უფრო დიდი რაოდენობით გვხვდება.
კრუნჩხვებთან ბრძოლა
კუნთების სპაზმებისა და კრუნჩხვების ძირითადი გამომწვევი მიზეზი მინერალების ნაკლებობაა. პოტასიუმითა და მაგნეზიუმით მდიდარი ბანანის ჭამა ამ პრობლემისგან დაგიცავთ.
თირკმელების დაავადებების პრევენცია
დიდი ოდენობოთ პოტასიუმის შემცველი ხილის ჭამა თირკმელების ქვების წარმოქმნას უშლის ხელს, რის გამოც ბანანის ჭამა ამ პრობლემის რისკსაც ამცირებს 40 პროცენტით.
ჯანსაღი გული
პოტასიუმით მდიდარი დიეტა რეკომენდირებულია იმათთვის, ვინც სისხლის მაღალი წნევითა და გულის დაავადებებით გამოირჩევა. დღიურად ამ ელემენტის 1.3 გრამის მიღება გულის დაავადებების წარმოქმნის რისკს 26 პროცენტით ამცირებს. ამ რაოდენობის მისაღებად 2-3 ბანანის ჭამაა საკმარისი.
სუფთა ვენები
ვენების პრობლემებს ქოლესტეროლი იწვევს, რის წინააღმდეგ საბრძოლველადაც ბანანის ჭამა შეგიძლიათ. იგი პიტოსტეროლს შეიცავს, რაც ქოლესტეროლის დონეს ამცირებს სისხლში და ვენებს უფრო აჯანსაღებს.
ჯანსაღი მუცელი
ბანანის ჭამა რეკომენდირებულია კუჭის წყლულების ქონისას. ის სპეციალურ ენზიმებს შეიცავს, რომელიც მუცლის კედლების დამცავი ნივთიერებების წარმოქმნის პროცესს უწყობს ხელს.
ენერგიის წყარო
მინერალებისა და ვიტამინების დიდი შემცველობა ბანანს ენერგიის იდეალურ წყაროდ აქცევს. იგი ადვილად მონელებადი საჭმელია და მაშინვე გარდაიქმნება ენერგიად.
კარგი ხასიათი
ბანანები B ვიტამინთან ერთად დოპანის შეიცავენ, რომელიც ბედნიერების ჰორმონის სახელითაა ცნობილი. ეს ორი კომპონენტი პოზიტიურ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე.
დახმარება დიაბეტისას
ასეთ ტროპიკულ ხილებს კონკრეტული სახამებლები გააჩნიათ, რომლებიც მეორე ტიპის დიაბეტის მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. მწვანე ბანანები ამ ელემენტს უფრო დიდი ოდენობით შეიცავენ, ყვითელ ბანანებში კი ეს ნივთიერება დაახლოებით 7 გრამით უფრო ნაკლებია.
გამოკვეთილი ფიგურა
აღნიშნული სახამებლები ასევე ხელს უშლის ცხიმებს თქვენს ორგანიზმში დაგროვებაში და მათ ენერგიის წყაროდ აქცევს, რაც ვარჯიშისას სასურველი შედეგის მიღწევას უფრო აადვილებს. ამ ელემენტის დღიური რეკომენდირებული დოზა 10 გრამია, თანაც მისი ჭამისას აქტიურობა უდნა შეინარჩუნოთ.