8 ბუნებრივი მეთოდი სახიდან შავი და თეთრი წერტილების მოსაშორებლად

სუფთა და ლამაზი კანი ადამიანის სილამაზის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. ჯანსაღი კანის ქონა მის ყოველდღიურ მოვლას მოითხოვს, რის გამოც ამ სიაში წარმოგიდგენთ ყველაზე სასარგებლო და ბუნებრივ მეთოდებს უსიამოვნო წერტილების მოსაშორებლად:

ლიმონი + თაფლი + შაქარი

გაჭერით ლიმონი შუაზე და დაფარეთ მისი ზედაპირი თაფლით. მოაყარეთ მას შაქარი და ამ ნატურალური სახეხით გაიწმინდეთ პრობლემური კანი. გაიმეორეთ ეს კვირაში მაქსიმუმ ერთხელ.

ვაზელინი + პლასტმასის საკრავი

წაისვით ვაზელინი პრობლემურ ადგილებზე და გადაიკარით ზემოდან პლასტიკური ქაღალდი. ამის შემდეგ ზემოდან დაიდეთ ცხელი პირსახოცი და გააჩერეთ მის გაციებამდე. საკრავის მოშორების შემდეგ ნაჭრით მოიწმინდეთ ზედმეტი ვაზელინი და ხელის მოჭერით მოიშორეთ შავი და თეთრი წერტილები. ჭუჭყი ამ პროცედურის შემდეგ მარტივად ამოვა უჯრედებიდან. ამის შემდე გადაუსვით კანს ლოსიონი.

ქოქოსის ზეთი + სურნელოვანი ზეთები

ქილაში ჩაასხით 1/4 ჭიქა ქოქოსის ზეთი და დაუმატეთ მას 10 წვეთი ლიმონის ან ჩაის ხის ზეთი. კარგად აურიეთ მიღებულ ნაზავს და ბამბის ნაჭრის დახმარებით წაისვით იგი კანის ზედაპირზე დილას და საღამოს, სახის დაბანის შემდეგ.

დარიჩინი + შვრიის ფხვნილი

შეურიეთ ერთი ჩ/კ შვრიის ფხვნილი იგივე რაოდენობის დარიჩინს და დაუმატეთ ცოტაოდენი თბილი წყალი ასარევად. სქელი კრემის მიღების შემდეგ წაისვით იგი კანზე წრიული მოძრაობით 1 წუთის განმავლობაში. ამ პროცედურის შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ კანი.

გააქტიურებული ნახშირი + მწვანე თიხა

შეურიეთ 1/2 ჩ/კ აქტივირებული ნახშირი, 1 ჩ/კ მწვანე თიხა და 1/2 ჩ/ლ თბილი წყალი ერთმანეთს. წაისვით მიღებული მასა მასკის სახით სახეზე და დაიტოვეთ ასე მის გაშრობამდე. შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

ქოქოსის ზეთი + ყავა

აურიეთ 1/2 ჭიქა ქოქოსის ზეთი 1/2 ჭიქა ყავის მარცვლებთან. მიღებული მასით დაიზილეთ სახის კანის ზედაპირი სათუთი მასაჟით, წრიული მოძრაობით. დატოვეთ მასა სახეზე 5 წუთის განმავლობაში და შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

შვრია + თაფლი + იოგურტი + ზეითუნის ზეთი

ჩაყარეთ ბლენდერში 1/4 ჭიქა შვრია, 2 ჩ/კ იოგურტი, 2 ჩ/კ თაფლი და 2 ჩ/კ ზეითუნის ზეთი. აურიეთ კარგად შერევამდე და მიღებული მასა წაისვით სუფთა სახეზე, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თუკი სენსიტიური კანი გაქვთ, რომელიც გახეხვის შედეგად ღიზიანდება, მიღებული მასა გამოიყენეთ მხოლოდ სახის ნიღბის სახით და დაიტოვეთ ზედაპირზე 7 წუთის მანძილზე.

შაქარი + თაფლი + ზეითუნის ზეთი + ვანილის ექსტრაქტი

ჩაყარეთ ჯამში 1/4 ჭიქა თეთრი შაქარი და 1/4 ჭიქა ყავისფერი შაქარი. დაუმატეთ მათ 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი და აურიეთ კარგად. მიღებულ მასაში აურიეთ 1/2 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი და ერთი სუფრის კოვზი თაფლი. მოურიეთ არსებულ ნაზავს კარგად და გაიხეხეთ მისი დახმარებით ნებისმიერი პრობლემური ადგილი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.