ზედმეტი ცხიმების მოშორება როგორც წესი ძნელია და დიდ დროს მოითხოვს. ჩვენ ვიპოვეთ 7 ხრიკი, რომელიც ამ პროცესის აჩქარებაში დაგეხმარებათ:
1. წყალი
დარწმუნდით რომ ყოველდღიურად საკმარის წყალს სვავთ. ეს თქვენ ორგანიზმს საჭირო ტემპერატურის შენარჩუნებაში ეხმარება და ასევე სხეულიდან ზედმეტი ნარჩენების გამოდინებას უწყობს ხელს. წყლის დალევისთვის იდეალური დროა:
- დილით გაღვიძებისას ერთი ჭიქა თბილი წყლის დალევა
- ოთახის ტემპერატურის წყლის დალევა ჭამის წინ
- ვარჯიშამდე 1 საათით ადრე დალიეთ ერთი ჭიქა წყალი და ვარჯიშის დროს მოსვით წყალი ყოველ 15 წუთში
- დალიეთ ცივი წყალი შუადღეს და საღამოს ენერგიის შესავსებად
- დალიეთ ერთი ჭიქა წყალი დაძინებამდე, ეს თქვენს მეტაბოლიზმს გაააქტიურებს და გულის პრობლემების რისკს შეამცირებს.
2. ნახშირწყლები
ყოველდღიურ მენიუში ნახშირწყლების შემცირება ცხიმის დაწვაში დაგეხმარებათ, რადგან ეს ინსულინის რაოდენობას შეამცირებს ორგანიზმში. ცხიმის შემნახველი ჰორმონი ინსულინის რაოდენობის შესამცირებლად მიირთვით ხილი, უმი შვრია, პასტა, ბრინჯი და ყავისფერი პური.
უმი
3. გირები
სწრაფი მეტაბოლიზმი უფრო მეტი კალორიის დაწვას უდრის. მეტაბოლიზმის ასაჩქარებლად საუკეთესო გზა ვარჯიშია, რის დროსაც სავარჯიშო რუტინაში გირების ჩართვა იდეალურ შედეგს მოგცემთ. მათი დახმარებით სხეული სწრაფ მეტაბოლიზმს შეინარჩუნებს ვარჯიშიდან რამდენიმე საათის შემდეგაც კი.
4. პროტეინი
ამინომჟავები მთავარი ასპექტია კუნთების ჩამოყალიბებისას. თანაც, ამინომჟავებით მდიდარი საჭმელები ასევე დიდი ოდენობით პროტეინს შეიცავენ. სწორედ ამიტომ ცხიმის დაწვისთვის პროტეინი აუცილებელი რამეა. მის მისაღებად შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული კვერცხი, ორაგული, სარდინები, ტუნა, ქათმის მკერდი, წითელი ხორცი და ისეთი რძის პროდუქტები, როგორიცაა ყველი და იოგურტი.
5. ცხიმები
შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რეალურად თქვენს ორგანიზმს სჭირდება ცხიმები, რათა გამოიმუშაოს ის ჰორმონი, რომელიც ცხიმების დაწვაში გეხმარებათ. თუმცა, ყველა ცხიმი ერთნაირი არ გახლავთ, რადგან არსებობს კარგი და ცუდი ცხიმები. ჯანსაღი ცხიმების მისაღებად შეგიძლიათ ჭამოთ ზეთისხილის, მზესუმზირის და სიმინდის ზეთები, ტუნა, ავოკადო, ორაგული, კაკალი და ნუში.
გაჯერებული ცხიმების ჭამა ქოლესტეროლის დონის აწევას იწვევს, თუმცა მენიუდან მათი მთლიანად ამოღება არ გჭირდებათ. შესაბამისად მათ მისაღებად შეგიძლიათ მიირთვათ კვერცხები, ხორცი, ქოქოსის კარაქი და ქოქოსის ზეთი.
6. დეტოქსიკაცია
თუკი ნატურალური გზებით გსურთ თქვენი ორგანიზმის დეტოქსიკაცია, მაშინ ეს კერძები უნდა მიირთვათ:
- კიტრი
- წიწაკა
- სტაფილო
- კომბოსტო
7. კარდიო
ნორმალური ან ნელი მეტაბოლიზმის მქონე ადამიანები ბევრ ცხიმებს ვერ დაწვავენ, თუკი დღეში 60 წუთით არ დაკავდებიან კარდიოთი, კვირაში 5 დღის განმავლობაში. მეორე ვარიანტია მაღალი ინტენსივობის ვარჯიშების შესრულება, რომელიც უფრო ნაკლებ დროს მოითხოვს. ამის მაგალითია ეს რუტინა:
- ხტუნვები (30 წამი). დაიწყეთ დგომით, ჩაიტანეთ ხელები იატაკამდე და გადადით ფეხების უკან გადაწევით პლანკის პოზიციაში. გააკეთეთ ერთი აზიდვა და გადახტით ფეხებით ისევ ხელების წინ. ამ პოზიციიდან ახტით რაც შეიძლება მაღლა. დაისვენეთ 1 წუთი.
- აწიეთ და ჩამოწიეთ მუხლები რიგრიგობით ისე, თითქოს ერთ ადგილას დარბიხართ. აწიეთ მუხლები თეძოების სიმაღლემდე და გაასწორეთ ბარძაყები იატაკის პარალელურად. გააკეთეთ იგივე მეორე ფეხით და შეასრულეთ ვარჯიში რაც შეიძლება სწრაფად.
- შეისვენეთ 1 წუთი.
- იხტუნავეთ 30 წამის განმავლობაში
- დაისვენეთ 1 წუთი
- გააკეთეთ 30 ჩაჯდომა.
- დაისვენეთ.