8 ნიშანი, რომელიც სტრესზე და დეპრესიაზე მეტყველებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(ჯმო) სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში 350 მლნ-მდე ადამიანია დეპრესიაში. დასავლეთში ამ პრობლემას დიდ ყურადღებას უთმობენ. საბჭოთა ქვეყნებში კი, სულ რამდენიმე წლის წინ, დეპრესიას ჯანმრთელობის პრობლემადაც კი არ მიიჩნევდნენ. პოსტსაბჭოთა სივრცეში სიტუაცია თანდათან სწორდება, თუმცა, ამ პროგრესის სიჩქარე უკეთესის მოლოდინშია. დეპრესიის ნიშნები თავისებურია. ხშირად, მათ სხვა დაავადებების საწყის ეტაპში ვურევთ.

როგორ ამოვიცნოთ დეპრესია

ძირითადად, დეპრესიას ფსიქოლოგიური ბუნება აქვს. შესაძლებელია ფიზიოლოგიური დარღვევებიც ბედნიერების ჰორმონის სინთეზის დროს, თუმცა, ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა. ამიტომ, თავიდან ყურადღება უნდა დაუთმოთ ფსიქოლოგიური ცვლილებებს პიროვნების ქცევაში. არსებობს შემდეგი ვარიანტები:

  • ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა;
  • მარტო ყოფნის სურვილი;
  • სევდიანობა.

მაგალითები არატიპურია. უბრალოდ, დეპრესიისა და აპათიის ეს სიმპტომები ყველაზე პირველი ჩნდება.

1. ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა

ადამიანი უეცრად წყვეტს იმ ყველაფრით დაინტერესებას, რაზეც აქამდე გიჟდებოდა. მისთვის სულ ერთია ახალი მოვლენები და ტენდენციები. პრობლემა სულ უფრო სწრაფად ვითარდება. რაღაც დროის შემდეგ, მას საერთოდ აღარაფერი დააინტერესებს.

2. მარტოობის სურვილი

პიროვნება, დეპრესიის განვითარების საწყის ეტაპზე, მიილტვის მარტო ყოფნისკენ. ადამიანი უარს ამბობს მეგობრებთან შეხვედრაზე, მუშაობაც მარტო სურს.

3. სევდიანობა

ჩნდება სევდის მწვავე შეგრძნება. ისეთი წარმოდგენა იქმნება, თითქოს ცხოვრება ფერადი არაა და არც აღარასდროს იქნება. ყველაფერი საწყენი და რუტინულია.

დეპრესიის ფიზიოლოგიური ნიშნები

დეპრესიის ნიშნებს განეკუთვნება ბედნიერების ჰორმონის სინთეზთან დაკავშირებული დარღვევებიც. ეს, რა თქმა უნდა, ფიზიოლოგიურ ასპექტშიც აისახება. დეპრესიის ფიზიოლოგიური ნიშნებია:

1. კვებითი ჩვევები

ადამიანი იწყებს ჭამას შეუჩერებლად. საკვები ჰიპოფიზს სეროტონინის სინთეზირებაში ეხმარება, რაც ბედნიერების შეგრძნებას იწვევს. საბოლოოდ, ეს სტადია ქრება და იწყება მადის სრული დაკარგვის პერიოდი.

2. უძილობა

დეპრესიაში მყოფი ადამიანები უძილობასაც უჩივიან. ეს კორტიზოლის ბრალია. სტრესის ჰორმონი გვაიძულებს დილით გაღვიძებას. დაავადებულის ორგანიზმში მისი დონე ძალიან მაღალია. ეს ჩაძინების პროცესსაც უშლის ხელს.

3. დაღლილობა

ნებისმიერი უბრალო მოქმედება დაღლილობას იწვევს. სამუშაო დღის პირველ ნახევარშიც კი, ადამიანი იმდენად შეიძლება დაიღალოს, რომ უბრალოდ ვერ შეძლებს დარჩენილი დროის განმავლობაში მუშაობას.

4. კონცენტრირების სირთულე

შეუძლებელია რამეზე კონცენტრირება. შესასრულებელი დავალება შეუსრულებელი რჩება. ამის ნაცვლად, ადამიანი სხვა რამეებს აკეთებს, ერთმანეთის მონაცვლებით.

5. თავის ტკივილები

ჰორმონების გამომუშავებასთან დაკავშირებული პრობლემები იწვევს ძლიერ თავის ტკივილებს. შაკიკი – დეპრესიის განვითარების მთავარი ნიშანია. მას ვერც მკურნალობის ხალხური მეთოდები შველის და ვერც ტრადიციული წამლები…

დეპრესიის ამ ნიშნების შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რამდენადაც, შესაძლოა, თქვენ გარშემო ადამიანს თქვენი დახმარება ესაჭიროებოდეს, დროული ჩარევით კი სუიციდის თავიდან აცილებასაც შეძლებთ.