მოდა მუდმივად იცვლება და, ბევრი ჩვენი საყვარელი ტანსაცმელი და აქსესუარი ანტიტრენდად იქცევა, ზოგი კი საერთოდ ძველმოდურად ითვლება. ჩვეულებრივ, მოდის კრიტიკოსები გვარწმუნებენ, რომ მსგავსი ნივთები გარდერობიდან უნდა გადავყაროთ, თუ მოდური და თანამედროვე იმიჯის მიღება გვსურს. თუმცა, სტილისტებს სჯერათ, რომ ნებისმიერი ნივთის შეხამება შეიძლება მოდური ლუქისთვის, თუ გეცოდინებათ, როგორ უნდა მოიქცეთ. ყველას ხომ არ აქვს საშუალება, ყოველ სეზონზე ახალი ტანსაცმელი იყიდოს.
ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ 7 ძველმოდურ ნივთს, რომლებიც შეგიძლიათ შესანიშნავად ჩააქსოვოთ 2019 წლის მოდურ ლუქში.
როგორ ჩავიცვათ მოდურად
1. მარგალიტების მძივი
ეს ძალიან ძვირფასი და ქალური აქსესუარი, სამწუხაროდ, უკვე ძველმოდურია. ხოლო ატლასის კაბასთან ან საქმიან კოსტუმებთან შეხამებით, 15 წელს მოგიმატებთ. მარგალიტი შეიძლება ყოველდღიური ლუქის ნაწილად იქცეს, მისი ტარება ჯინსებთანაც შეიძლება. ბრალოდ შეავსეთ მარგალიტის ყელსაბამი რამდენიმე მოდური კულონითა და სხვადასხვა სიგრძის საკიდებით – ლუქი უფრო მოდური და თანამედროვე გახდება. იგივე რჩევა გამოიყენეთ ბუსებისა და ქარვის ყელსაბამის შემთხვევაში.
2. აბრეშუმის ბლუზა ყელზე ბანტით
აბრეშუმის ბლუზა, თავის მხრივ, ძალიან ქალურად გამოიყურება, ყელზე ბანტი კი სიკეკლუცეს მატებს. თუმცა, მკაცრ კაბებთან და შარვლებთან კომბინაციაში, უმაკიაჟობისა და გაუგებარი ვარცხნილობის დროს, ბანტი იდეალურადაც რომ შეიკრათ, ეს ნივთი ქალის გარეგნობას აფუჭებს.
ასეთ ბლუზაში უფრო ახალგაზრდა რომ გამოჩნდეთ, შეიკარით ერთი უთავბოლო კვანძი ან საერთოდ არ შეიკრათ ბანტი. ჩაიცვით ჯინსები ან მოდური კულოტი – ასე ასაკოვან მასწავლებელს არ დაესმგავსებით.
3. მკაცრი კოსტუმი
ბავშვებიც კი, სკოლის ფორმაში, თავიანთ ასაკთან შედარებით, უფრო ასაკოვნები ჩანან, რომ აღარაფერი ვთქვათ ტიპურ საქმიან ლედის ჩაცმულობაზე – მკაცრ კაბა-კოსტუმზე. ნაცრისფერი, შავი ან ბორდოსფერი კოსტუმი ძალიან ძველმოდურ ლუქს შექმნის, თუ მას პერანგზე ჩაიცვამთ.
ამიტომ, სცადეთ ჩარჩოებიდან გამოსვლა: ჩაიცვით კოსტუმი მაისურსა და უჩვეულო ბლუზებზე, ეცადეთ, კონტრასტული ფეხსაცმელი და მკვეთრი ტუჩსაცხი აირჩიოთ. შეგიძლიათ შარვლის დამოკლება ან მათზე თანამედროვა ჭრილების დამატება. მოიგდეთ ჟაკეტი მხრებზე, მთლიანად არ ჩაიცვათ.
4. მუქი ნივთები სახესთან ახლოს
თუ 40+ ასაკში ხართ ან თვალქვეშ სილურჯეები გაქვთ, არ გირჩევთ მუქი ნივთების ჩაცმას სახესთან ახლოს. შავი სვიტრი, ჟაკეტი ან ბლუზა სახესთან კონტრასტს ქმნის და ყველა ასაკობრივი ცვლილება თუ სახის ნაკლი უფრო თვალსაჩინო ხდება. გამოიყენეთ სხვადასხვა ფერადი ცხვირსახოცი ან პერანგი სვიტრის ქვეშ, ამ კონტრასტის შესამცირებლად. მაინც, მუქი ფერი ყველას აბერებს.
5. აბრეშუმის ცხვირსახოცები კისერზე
ცხვირსახოცი – ეს ერთ-ერთი ყველაზე მოდური აქსესუარია 2019 წლისთვის. თუმცა, ძველმოდურია მისი კლასიკურად შემოხვევა ყელზე. ძალიან მოდურია ცხვირსახოცის შემოხვევა თავზე ან ვარცხნილობაში ჩართვა, მაგალითად, კუდზე შემოხვევა. შეგიძლიათ, ცხვირსახოცი ჩანთას შემოახვიოთ ან ქამრის ნაცვლად გამოიყენოთ.
6. შარფი
ძველდება არა თვითონ შარფები, არამედ მათი მოხვევის დროს გამოყენებული კვანძები. დაივიწყეთ შარფის 10 ეტაპად მოხვევის სქემები. მოიხვიეთ შარფი მხრებზე ან მოშვებულად გაკვანძეთ ერთხელ.
7. მოჭერილი ჯინსები
უკვე არავისთვისაა საიდუმლო, რომ სქინი-ჯინსები, განსაკუთრებით კი ცისფერი შარვლები, მოდიდან გადავიდა. ახლა მათ სრულად მიაკუთვნებენ სპორტულ სტილს. თუმცა, მათი გადაქცევა შეგიძლიათ 2019 წლის სექსუალურ ტრენდად – უბრალოდ გადაჭერით მუხლის ოდნავ ზემოთ და ატარეთ ნებისმიერ რამესთან. ასეთი შორტები მოდაში კიდევ არაერთი სეზონის განმავლობაში იქნება.
აი, ასე შეგიძლიათ ძველი, მოდიდან გადასული ნივთების ჩართვა ახალ, მოდურ და საინტერესო ლუქში.
თქვენ გაქვთ გარდერობში ასეთი ნივთები? როგორ იყენებთ მათ?