მწვანე მცენარეების ყველა მოყვარულს ლამაზი, დიდი ბაღის მქონე აგარაკის შეძენის შესაძლებლობა არ აქვს. სწორედ ამიტომ, მათ საყვარელი მცენარეებით ბინის გავსება უწევთ. ყვავილებისთვის საუკეთესო სასუქად საფუარის გამოყენებას გირჩევთ.
ქვემოთ გიამბობთ, თუ კონკრეტულად როგორ გამოიყენოთ საფუარი. სასუქის უპირატესობებს და ამ მეთოდით მცენარის დამუშავების მნიშვნელოვან ეტაპებს სიამოვნებით გაგაცნობთ.
საფუარი ყვავილებისთვის
საფუარს ხშირად ცომეულის გამოსაცხობად იყენებენ და წარმოდგენაც არ აქვთ, თუ ოთახის მცენარეებისთვის რამდენად სასარგებლოა. ასეთი სასუქი კარგია იმით, რომ მის პოვნას პრაქტიკულად ნებისმიერ ბინაში იპოვით.
რატომ არის საფუარი საუკეთესო სასუქი
- ამინომჟავების და მნიშვნელოვანი ელემენტების საუკეთესო წყაროა.
- მცენარის ზრდას და მის ინტენსიურ ყვავილობას ხელს უწყობს.
- თავად ყვავილის ყველა პოტენციურ რესურს ააქტიურებს.
- ადვილად ხელმისაწვდომია.
- ფესვების სისტემის განვითარებას ხელს უწყობს.
ბევრი ოთახის მცენარეს ყიდულობს, რადგან მათ ბაღის მცენარეების მსგავსად ბევრი მოვლა არ სჭირდებათ. თუმცა ასე არაა. ხელსაყრელ ნიადაგში ბაღის ყვავილებს სასუქი პრაქტიკულად არ სჭირდებათ. აი, თქვენი საყვარელი ყვითელი ვარდი ქოთანში ასეთ უპირატესობას ნამდვილად არ ფლობს.
რა თქმა უნდა, შეძენილი მიწა ყველა აუცილებელი ნივთიერებით გაჯერებულა, თუმცა დროთა განმავლობაში მათი შემცველობა მცირდება. სწორედ ამიტომ, მცენარის გადარგვიდან 3 თვის შემდეგ სასუქით გამოკვება არ დაგავიწყდეთ.
საფუარის სასუქი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ და სწორი სიხშირე ზუსტად უნდა დაიცვათ. რამდენად ხშირად და როგორ უნდა გამოიყენოთ საფუარის სასუქი მცენარეებისთვის? ეს წელიწადში 3-ჯერ უნდა გააკეთოთ. ამ პროცედურისთვის საუკეთესო დროა – ყვავილობის და აქტიური ზრდის პერიოდი.
1. გაზაფხული
სწორედ გაზაფხულზე, როცა თქვენი მცენარე ინტენსიურ ყვავილობას იწყებს, სასუქი პირველად უნდა მიაწოდოთ.
2. ზაფხული
ამ პერიოდში მცენარეს ახალი ყლორტების და ნაყოფის ფორმირებისთვის რესურსი სჭირდება. ამ დროს საფუარი დაგეხმარებათ.
3. შემოდგომა
ხანგრძლივი ზამთრის დადგომამდე ყვავილებს მარაგის შესავსებად მაქსიმალური რაოდენობის საკვები ნივთიერებები სჭირდებათ.
როგორ მოვამზადოთ საფუარის ხსნარი გამოსაკვებად
1 ლ წყალს 10 გრ საფუარი და 1 ჩ/კ შაქარი აურიეთ. ნარევი 3 საათით დააყენეთ. თუ ძალიან ბევრი მცენარე გაქვთ, შეგიძლიათ დი ქილაში 700 მლ წყალი (ქლორის გარეშე) 30 გრ საფუარი და 2 ს/კ შაქარი აურიოთ. ამ ხსნარს დუღილისთვის დრო და თბილი ადგილი სჭირდება. მზა ნარევი წყალს პირდაპირ გამოყენების წინ აურიეთ: 1 ჭიქა ხსნარი 10 ლ წყალზე.
გახსოვდეთ, რომ საფუარის ხსნარით თბილი მიწა უნდა მორწყათ. ვადაგასული პროდუქტის გამოყენება არ ღირს. საუკეთესო ეფექტის მისაღწევად საფუართან ერთად მიწას შეგიძლიათ კვერცხის ნაჭუჭი და ნაცარი დაუმატოთ.