ხრიკები სპეციალურად ქალბატონებისთვის. ასე ვახერხებ ყოველთვის კარგ ფორმაში ყოფნას

ქალი სამყაროს მშვენება და მთავარი ხერეხემალია.

მშვენიერო ქალბატონებო, შემოგთავაზებთ რამდენიმე ხერხს, რომლებიც კიდევ უფრო მეტ ხიბლს შეჰმატებს თქვენს მშვენიერებას.

  1. რამდენიმე წლით გადადებთ ნაოჭების გაჩენას და შესამჩნევად აიმაღლებთ კანის ტონუსს სახის ფიტნესით. თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ ორი ვარჯიშის შესრულება. პირველი-წარბები თითებით აწიეთ და ააშორეთ ზღვარს, შემდეგ ერთმანეთს დააშორეთ და დაუბრუნეთ საწყის მდგომარეობას. მეორე-ასევე თითებით აწიეთ ლოყები და პირიქით.
  2. თუ წარბებს ზემოთ აიწევთ სახე გახდება მეტყველი, თვალები-ნათელი და იერი ახალგაზრდული.
  3. წამწამები რომ კიდევ უფრო სქელი აღმოჩნდეს, გამოიყენეთ ლაინერი, რაც თქვენი წამწამების მოცულობასც გაზრდის და თვალსაც ლამაზ ფორმას მისცემს.
  4. ცივი ტონის ტუჩსაცხები კბილებს სითეთრეს ჰმატებს, ხოლო თბილი ფერის ტუჩსაცხები მათ ბუნებრივ სიყვითლეს უსვამს ხაზს.
  5. თუ სუნამოს იპკურებთ ზურგსა და მხრებზე არომატს კიდევ უფრო მკვეთრად შეიგრძნობთ. ჩახუტების ან ამბორის დროს მეგობარს ან პარტნიორს თქვენი სუნამოს არომატს არ შეაფრქვევთ ცხვირში.
  6. გაუფრთხილდით თმას. თმა ბევრად უფრო ბუნებრივად გამოიყურება უთოსა და ფენის გარეშე.
  7. დროის უქონლობის გამო თუ თმას ვერ იბანთ, გამოიყენეთ მშრალი შამპუნი.
  8. გაიკეთეთ ლამაზი ვარცხნილობა, რომელიც კიდევ უფრო მეტ ხიბლს შეგმატებთ.
  9. თვალებს ქვემოთ ჩამუქებული ადგილების გაღიავებას ნუ შეეცდებით ღია ფერის საშუალებებით, რადგან ის დამატებით ყურადღებას მიიპყრობს. შეეცადეთ, შეარჩიოთ მიახლოებითი ტონი.
  10. მომხიბვლელო ქალბატონებო, როცა არჩევთ ტუჩსაცხის ფერს გასასინჯად გამოიყენეთ თითების ბალიშები და არა ხელის ზურგი, რადგან თითების ბალიშების ჩრდილი უფრო ახლოსაა ტუჩების ჩრდილთან,
  11. გირჩევთ, ნუ გამოიყენებთ ხელოვნურ წამწამებს, რადგან ეს ძველმოდურია. შეეცადეთ, ჩაიტაროთ თანამედროვე პროცევდურები.
  12. თუ მალამოს შეიზელთ წრიული მოძრაობებით, მცირდება შეშუპებების რისკი, ხდება ლიმფური დრენაჟის სტიმულირება. მიჰყევით შემდეგ მითითებებს: შუბლის შუა ნაწილიდან მიჰყევით პერიფერიებს, ცხვირიდან-ყვრიმალის ძვლებამდე, ნიკაპის შუიდან- ლოყების ძვლებამდე.
  13. ზედა წამწამებზე წაისვით შავი ტუში, ხოლო ქვემოთ ყავისფერი. ეს თვალის მაკიაჟს უფრო ბუნებრივს ხდის.
  14. შეიძინეთ ჰერმენტულად დაცული მალამოები, ლოსიონები და კანის მოვლის სხვა საშუალებები. ეს გამორიცხავს პროდუქტში ბაქტერიების შეღწევას და აგრძელებს მათი შენახვის ვადას.
  15. შეიძინეთ თმის საწინააღმდეგო ანტისტატიკური სპრეი.
  16. გაიწმინდეთ სახე სპეციალური ფუნჯით.
  17. იპოვეთ თქვენი ტუჩსაცხი და აღარ შეცვალოთ.
  18. ცხელ ამინდში მაკიაჟის გაკეთებამდე სახე დაიმუშავეთ ყინულის კუბიკებით. ეს მიანიჭებს ფენებს სიგლუვეს და მაკიაჟიც დიდი ხნით გაგიძლებთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და მეგობრებსაც გაუზიარეთ.