თუკი ისეთ დიეტას ეძებთ, რომელიც თქვენი ცხოვრების სტილს იდეალურად მოერგება, მაშინ ეს რჩევები ყველაზე მეტად გამოგადგებათ. მათი დახმარებით სასურველ ფორმაში ჩადგებით და თავსაც იდეალურად იგრძნობთ.
მთავარი ელემენტი ამ ახალი ჩვევების ათვისებაა და არა დიეტის დაცვა:
დაისახეთ რეალისტური მიზნები
დაისახეთ მცირე მიზნები, რომლებსაც მოკლე დროში მიაღწევთ. დაასაჩუქრეთ საკუთარი თავი მათი შესრულებისას და ეს პოზიტიურ ხასიათსა და მოტივაციას შეგინარჩუნებთ მთავარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე.
დიდი საუზმე და მსუბუქი ვახშამი
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ საუზმის გამოტოვება ჭარბწონიანობის რისკს ზრდის. ამიტომ აუცილებელია ვიტამინებით სავსე საუზმე მიირთვათ დილას. მსუბუქი ვახშმის ჭამა კი ბავშვივით მშვიდად დაძინებაში დაგეხმარებათ და თქვენს მეტაბოლიზმს ააჩქარებს.
გაიგეთ როდის ხართ მშიერი
ორგანიზმს ხშირად ერევა შიმშილი წყურვილში. ამიტომ როდესაც წონის დაკლებას ცდილობთ, აუცილებელია სითხის მიღებაც აკონტროლოთ. როდესაც მოგშივდებათ, დალიეთ 1 ჭიქა წყალი და დაელოდეთ რამდენიმე წუთი, რათა გაიგოთ მართლა გშიათ თუ წყურვილი გაწუხებდათ.
ეცადეთ ჭამოთ ცოტა და ბევრჯერ
საჭმელებს შორის დიდი პაუზის გაკეთება უფრო მეტად მოგაშიებთ, რის გამოც უფრო ბევრს შეჭამთ და უფრო სწრაფად. ამიტომ სანამ დანაყრებას იგრძნობთ, იქამდე უკვე ზედმეტად ბევრი გექნებათ ნაჭამი.
ისწავლეთ საჭმელების გაკეთება
ხალხი ფიქრობს, რომ ჯანსაღი საჭმელები მოსაწყენი და უგემურია. თუმცა, მათი მომზადების სწავლა დაგეხმარებათ ასეთი კერძებისთვის უნიკალური გემოს მიცემაში.
შექმენით გეგმა
მაგალითად დაგეგმეთ თქვენი მენიუ და აქტივობები, რომელიც მომავალ კვირაში უნდა შეასრულოთ. ეცადეთ ყოველ კვირას გააკეთოთ და მიირთვათ რაიმე განსხვავებული, რათა არ მოგწყინდეთ გეგმების დაცვა. მაგალითად ზოგჯერ მოამზადეთ ჯანსაღი კერძი მეგობრებთან ერთად.
სასიამოვნო საჭმელები
ზოგჯერ კარგად მოქცევისთვის ჩვენი თავი უნდა დავაჯილდოვოთ, თუმცა ეს 1 კილო ნაყინის ჭამის უფლებას არ გვაძლევს. მიირთვით ცოტაოდენი საყვარელი კერძი და შემდეგ დაუბრუნდით დიეტას.
შეამცირეთ ულუფები
ამისათვის კარგი ხერხია პატარა თეფშებით ჭამა, რითაც ტვინს შეცდომაში შეიყვანთ. იგივე რაოდენობის საჭმელი უფრო ბევრი გამოჩნდება და გეგონებათ, რომ უფრო ბევრს ჭამთ.
ყველა ვუშვებთ შეცდომას
სისუსტის გამომჟღავნებისას ნუ განსჯით საკუთარ თავს. ეს ნორმალურია და ყველას შეიძლება მოუვიდეს. აღიარეთ შეცდომა და გააგრძელეთ ჯანსაღი რუტინის დაცვა.
იფიქრეთ პოზიტიურად
როდესაც დანებება მოგინდებათ, მაშინ გაიხსენეთ ის პოზიტიური მიზნები, რომლებსაც უკვე მიაღწიეთ. ჩამოწერეთ ყოველდღე მთავარი მიზნები და აღნიშნეთ, თუ როგორ ძლიერად გსურთ მათი შესრულება. ეს ფოკუსსა და მოტივაციას შეგინარჩუნებთ.
გამოიყენეთ სტრესი
ჭამის სურვილი იმდენად დიდ სტრესს წარმოშობს, რომ მხოლოდ საჭმელზე გვეფიქრება ასეთ დოს. ეს უცნაური მომენტია ორგანიზმისთვის, რადგან იგი ასეთ დროს კორტიზოლს გამოყოფს, რომელიც ძალიან ართულებს წონაში კლების პროცესს. ამიტომ უნდა განიტვირთოთ, დაიმშვიდოთ გონება და მაგალითად ეცადეთ წაიკითხოთ წიგნი დროის გასაყვანად.