ზაფხული იდეალური დროა ექსპერიმენტების ჩასატარებლად, თუმცა ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ახალი სამოსი თქვენს გალამაზებასთან ერთად თქვენი სხეულის ჯანმრთელობაზეც უნდა ზრუნავდეს. ამიტომ წარმოგიდგენთ იმ ფეხსაცმელების სიას, რომელიც თქვენს ფეხებს დააზიანებს:
კედები
ეს ფეხსაცმელი მსუბუქი და კომფორტულია. თუმცა, მის ბრტყელ ძილებს წონის გადანაწილება სწორად არ შეუძლია, რაც ფეხებისა და მუხლების დისკომფორტს იწვევს. აირიდეთ თავიდან ასეთი ფეხსაცმელის ჩაცმა ვარჯიშის დროს. მათი ხშირად ჩაცმის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ ჩაანაცვლოთ ისინი დროდადრო სხვა სტილის ფეხსაცმელით.
მულსები
ეს ფეხსაცმელი ვიზუალურად აგრძელებს თქვენს ფეხს და კოჭებს აწვრილებს, თუმცა მათი ხშირად ჩაცმა არ შეიძლება. ისინი სანაპიროზე უნდა ჩაიცვათ, რადგან ქალაქში სიარულისას ასეთი ფეხსაცმელი ქუსლების დაბზარვას გამოიწვევს.
ესპადრელები
ეს ფეხსაცმელი მსუბუქია და კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს, თუმცა მისი საყრდენი თანაბარ დაცვას არ სთავაზობს თქვენს ფეხებს. მათი დიდი ხნით ჩაცმა არ შეიძლება. მისი მასალა ასევე ვერ გაუძლებს დასველებას.
ჩუსტები
ამ ფეხსაცმელის ჩაცმა და გახდა ძალიან ადვილია, თანაც არ ზიანდება ქვიშითა და წყლით. თუმცა, მას არანაირი საყრდენი არ გააჩნია თქვენი ფეხების დასაცავად. ვერ გიცავთ ტრამვებისგან და მის გამო ფეხი მალე შეიძლება დაგეღალოთ კუნთების გამუდმებული დაჭიმვის გამო. იგი ასევე იწვევს თითებს შორის კანის გაუხეშებას, რის გამოც მათი ჩაცმა რეკომენდირებულია მხოლოდ აუზზე ან სანაპიროზე წასვლისას.
წვეტიანი ქუსლები
ასეთი ფეხსაცმელები ლამაზია და თქვენს სხეულს ელეგანტურს აჩენს. თუმცა, მისი ზედა ნაწილი ფეხის თითებში სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს. ფეხის ასეთ არაბუნებრივ მდგომარეობაში ყოფნა წონის არასწორ გადანაწილებას იწვევს ფეხის კუნთებზე და უამრავი ტრამვის გამოწვევა შეუძლია მას. წვრილი ფეხსაცმელებით სიარული ასევე იწვევს ფეხის დეფორმირებას და ნერვების გაჭყლეტვას, რამაც შესაძლოა ქრონიკული ტკივილის სინდრომი გამოიწვიოს. ამიტომ უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ფეხსაცმლის ქუსლი ზედმეტად მაღალი არაა. ოპტიმალური ზომაა 4-5 სანტიმეტრი.
საბალეტო ძირები
ასეთი ფეხსაცმლის ჩაცმა და გახდაც ძალიან ადვილიად და ბევრ მიზანს ემსახურება. თუმცა, მათი ხშირად ჩაცმა ფეხის გაბრტყელების სინდრომს იწვევს. ასეთ დროს ფეხი არასწორად ფუნქციონირებას იწყებს და იქმნება მუხლების, თეძოების და ზურგის პრობლემები. ასეთ დროს ფეხსაცმელში ორთოპედიული საფენების ჩადება ძალიან დაგეხმარებათ.
პლატფორმიანი ფეხსაცმელები
ასეთო ფეხსაცმელი უფრო მაღალს და გამხდარს გაჩენთ, თანაც კომფორტული ქუსლებით გამოირჩევა. თუმცა, იგი მაინც იწვევს ფეხის დეფორმირებას და თანაც სწორად სიარულში გიშლით ხელს. მისი გამოყენებისას ტერფის კუნთები არ მუშაობს და მხოლოდ ფეხის კუნთები იტვირთება. ამის გამო იზრდება კოჭის დაზიანების რისკი.
ფეხშიშველი
დიდი ხნით ფეხშიშველი სიარული რეკომენდირებული არ არის. ადამიანების ფეხი ადაპტირებული არ გახლავთ ისეთ სწორ ზედაპირზე სიარულთან, როგორიცაა მაგალითად იატაკი, ტროტუარი ან ასფალტი. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ფეხის დეფორმაცია და მისი ძირის გაბრტყელება.