კარანტინის დროს ბევრმა აგარაკზე წასვლა გადაწყვიტა. ეს შესანიშნავი მეთოდია, რომ ბუნებაში დრო გაატაროთ და სუფთა ჰაერი ისუნთქოთ. მწვადების გარდა სხვა კერძების მომზადებაც შეიძლება, მაგალითად, კარტოფილის. ის ხორცთან შესანიშნავ კომბინაციას ქმნის. ქოთანში კარტოფილის მომზადების კარგად ცნობილი რეცეპტი არსებობს, მაგრამ აგარაკზე სპეციალური ქოთანი შეიძლება არ გქონდეთ. ამ შემთხვევაში ქოთანი შეგიძლიათ ჩვეულებრივი ქილით ჩაანაცვლოთ.
კარტოფილის მომზადების რეცეპტი
ამ რეცეპტის გამოყენების შემდეგ კარტოფილს მხოლოდ ასე ვამზადებ. მეთოდი თავისი არსით უნიკალურია: კარტოფილი არ დაიწვება და არ გადაიხარშება. ძალიან ნოყიერი და მადის აღმძვრელი კერძი გამოგივათ. თუ ღორის ქონს ან ბეკონს დაუმატებთ, უბრალოდ თითებს ჩაიკვნეტთ.
ინგრედიენტები:
- 1 კგ კარტოფილი
- 400 გრ ქონი
- 2 ხახვი
- 15 გრ კარაქი
- 1 ს/კ მცენარეული ზეთი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
1. პირველ რიგში, კარტოფილი მოამზადეთ. ჯერ გაასუფთავეთ, შემდეგ ნაჭრებად დაჭერით. ბოსტნეულის საჭრელით შეგიძლიათ საშუალო ნაჭრებად დაჭრათ. კარტოფილის ზომა შეარჩიეთ იმ დროის მიხედვით, რამდენის დახარჯვასაც მომზადებაზე აპირებთ.
2. დაჭრილი კარტოფილი დიდ თასში ჩაყარეთ. მარილი, წიწაკა, მცენარეული ზეთი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. შემდეგ ხახვი აიღეთ, რგოლებად დაჭერით, ნარევს დაუმატეთ და კვლავ აურიეთ. ხახვი კარტოფილს წვნიანობას შემატებს – არც ისეთი მშრალი გამოვა.
3. ქონი მოამზადეთ. შეგიძლიათ დამარილებული ან ახალი ღორის ქონი გამოიყენოთ. ქონი შეგიძლიათ ლორით ან ბეკონით ჩაანაცვლოთ. ქონის დამატებით კერძი განსაკუთრებით „აგარაკული“ გამოვა. ქონი ნაჭრებად დაჭერით და საერთო თასს დაუმატეთ, კარგად აურიეთ.
4. ახლა მშრალი ქილები აიღეთ. თითოეულ ქილას კარაქი წაუსვით. ეს საჭიროა იმისთვის, რომ კარტოფილი კედლებს არ მიეკვრას. ახლა თითოეული ქილა კარტოფილით გაავსეთ. შემდეგ ქილებს თავსახურის ნაცვლად ფოლგა დააფარეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შედგით და ზუსტად 50 წუთით აცხვეთ. შეგიძლიათ ცოტა უფრო დიდხანს აცხოთ, რომ კარტოფილი შეწითლდეს, წვნიანი და მადის აღმძვრელი გახდეს.
როცა კარტოფილი მზად იქნება, იმწამსვე ღუმელიდან არ გამოიღოთ. ქილა შეიძლება გასკდეს. რამდენიმე წუთით მოიცადეთ, რომ ღუმელი გაგრილდეს. მომზადების მეთოდი მოსახერხებელია. სანამ აგარაკის საქმეებით დაკავებული იქნებით, კარტოფილი მომზადდება. გემრიელად მიირთვით!