ბრტყელი ტერფის სინდრომი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც ბევრი უსაფრთხოდ თვლის. თუმცა, იგი ხშირად ჩნდება ჭარბწონიან ადამიანებში და აქტივობას მოკლებულ პიროვნებებში. თუკი მასთან დაკავშირებული დისკომფორტი გაწუხებთ, მაშინ სწორი დიაგნოზის დასმა ექიმს უნდა მიანდოთ, მაგრამ ასევე მისი სიმპტომების შემსუბუქება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ ასეთი ხერხებით:
ბრტყელი ფეხის ტესტი:
წაისვით ფეხზე რამე ისეთი, რაც ფურცელზე დაბიჯებისას კვალს დატოვებს. მაგალითად შეგიძლიათ ფეხის ძირზე წაისვათ იოდი ან ზეთიანი კრემი. ამის შემდეგ დადგით ფეხი ქაღალდზე და დააცადეთ ანაბეჭდს გაშრობა. შემდეგ გაავლეთ სწორი ხაზი ქუსლიდან ცერა თითამდე. შემდეგ გაავლეთ მეორე ზოლი შუა წერტილიდან ფოტოზე ასახული ზოლის მსგავსად.
თუკი ფეხის შუაგულში გავლებული ხაზი პირველი გრძელი ხაზის ნახევარზე მეტ ზომას აჭარბებს, მაშინ თქვენ ბრტყელი ტერფი გაქვთ.
ვარჯიში #1
ამ ვარჯიშის მიზანი თქვენი ფეხის თაღის გასწორება და მისი სწორ პოზიციაში დაჭერაა. ამის გაკეთება დილაობით სჯობს:
დადექით ფეხის წვერებზე 20-30 წამით.
გაიმეორეთ ათჯერ.
ვარჯიში #2
ეს ვარჯიში კოჭის სუსტი კუნთების გაძლიერებაში დაგეხმარებათ:
დაყარეთ ძირს მძივები და აიღეთ ისინი რიგრიგობით თქვენი ფეხის თითების გამოყენებით და ჩადევით ჭიქაში.