ფეხების ჯანმრთელოლბის 9 პრობლემა, რომელიც სერიოზულ პრობლემაზე მიგანიშნებთ

ბევრი მუშაობა, ცუდი დიეტა და წნევის შეცვლა ფეხის მდგომარეობის ცვლილების მიზეზი შეიძლება გახდეს. თუმცა, არსებობს უფრო სერიოზული სიტუაციები, რომლის დროსაც ფეხის ჯანმრთელობის ცვლილება უფრო სერიოზული დაავადების სიმპტომია. გაეცანით ამ ნიშნებს და გაიგეთ, როდის უნდა მიმართოთ ექიმს:

თირკმლის პრობლემები

სიმპტომები: შეშუპებული ფეხები, ელექტრიკული ტკივილი

როდესაც თირკმელები კარგად არ მუშაობს, მაშინ ზედმეტი სითხე ძნელად გამოდის ორგანიზმიდან. ეს ედემას იწვევს. თუკი თქვენი თვალების ირგვლივ არსებული არე შეშუპებულია ან ელექტროშოკის მსგავს ტკივილს გრძნობთ თქვენს კიდურებში, მაშინ ეს ასევე თირკმელების პრობლემაზე მიუთითებს.

ვენური უკმარისობა

სიმპტომები: შეშუპებულ ფეხები, ფეხების სიმძიმე, პიგმენტაცია

ვენური უკმარისობის დროს სისხლი კიდურებიდან გულისკენ რთულად გადაადგილდება. ეს მაშინ ხდება, როდესაც ვენის სარქველები სუსტი ან დაზიანებულია. ეს იწვევს შეშუპებას, რომლის ყველაზე უარესი გამოვლინებაც გვხვდება მუხლების არეში და ამას მოჰყვება პიგმენტაცია და ფეხებში სიმძიმის შეგრძნება.

გულის უკმარისობა

სიმპტომები: შეშუპებული ფეხები, ტკივილი

ასეთ დროს გულის ერთ-ერთი სარქველი კაგავს სისხლის ეფექტურად ამოქაჩვის შესაძლებლობას, რის გამოც სისხლი დაბლითა კიდურებში გროვდება. ამის გამო ფეხების შეშუპება ხდება და ეს ტკივილსაც აჩენს.

თრომბოზი

სიმპტომები: შეშუპებული ფეხები, ფეხების მაღალი ტემპერატურა, კანის ფერის შეცვლა, ტკივილი, დაღლილობა

ერთი ან ორივე ფეხის შეშუპება შეილება ვენური თრომბოზის ნიშანი იყოს. ეს პრობლემა ძალიან საშიშია. თუკი გრძნობთ, რომ ეს პრობლემა გაწუხებთ, მაშინ მაშინვე მიმართეთ ექიმს

ღვიძლის პრობლემები

სიმპტომები: შეშუპებული ფეხები, ვენური ობობები, დაღლილობა

თუკი თქვენი ღვიძლი არანორმალურად დაიწყებს მუშაობას, მაშინ თქვენი კიდურები გასიებას დაიწყებს და მათზე ობობის მსგავსი ვენები გაჩნდება. ეს ხდება ნაწლავების, კუჭის, პანკრეასის და ღვიძლის მიმართულებით სისხლის მიმოქცევის გაუარესების გამო.

ფარისებრი ჯირკვალის პრობლემები

სიმპტომები: შეშუპებული ფეხები, კუნთების სპაზმები, სიცივის შეგრძნება

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების დახმარებით მარტივია ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების შემჩნევა.

ათეროსკლეროზი

სიმპტომები: ღია ფერის კანი, ტკივილი, კუნთების სისუსტე

ათეროსკლეროზის დროს ფეხი ძალიან ცოტა სისხლს იღებს, რაც მისი ფერის გაფერმკრთალებას და ტკივილს იწვევს. ხალხი ხშირად აიგნორებს ამ სიმპტომებს, თუმცა ამ დაავადებას სერიოზული ნეგატიური ეფექტი შეიძლება მოჰყვეს.

დიაბეტი

სიმპტომები: ჭრილობების განკურნების პრობლემა, ნემსის ჩხვლეტის მსგავსი შეგრძნება

ამ დაავადებას ხშირად თან ახლავს ნერვების დაზიანებაც. ადამიანები ამის გამო ვერ გრძნობენ იმას, თუ როგორ იქცევა პატარა ჩალურჯება დიდ წყლულად.

ორსულობა

სიმპტომები: ფეხების გასიება, სისუსტე, კუნთების სპაზმები

რათქმაუნდა ორსულობა დაავადება არაა, თუმცა მისი შემჩნევა ნაადრევად შეგიძლიათ ფეხებზე გაჩენილი ნიშნების წყალობით. ხელების და ფეხების გასიება, ფეხებში სიმძიმის შეგრძნების გაჩენა და ზოგჯერ ფეხის კუნთების სპაზმები სწორედ ორსულობის ნიშანია.