ბევრ ბოსტანსა და აგარაკზე ქრისტესისხლა იზრდება, როგორც სარეველა. სინამდვილეში სამკურნალო მცენარეა. მისი წვენი ჭრილობის შეხორცებას და კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს.
გარდა ამისა, ქრისტესისხლა გამოადგება მებაღეს, რომელიც მავნებლების საწინააღმდეგოდ უსაფრთხო და ბუნებრივ საშუალებებს ეძებს.
ქრისტესისხლას საფუძველზე დამზადებული ხსნარი ნატურალური და ეფექტური ინსექტივიდია. ის ბუგრს და ჭიანჭველას შესანიშნავად უმკლავდება.
მცენარე – ქრისტესისხლა
მის შემადგენლობაში შედის ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა ასკორბინის მჟავა, ფლავონოიდები, საპონინები, ეთერზეთი, ორგანული მჟავები, ალკალოიდები. წყალში მოხვედრისას მას მავნებლებისთვის შხამიანს ხდიან. ქრისტესისხლას ბაღსა და ბოსტანში გამოყენების რამდენიმე მეთოდი არსებობს.
1. დაპუდვრა
ქრისტესისხლას ბალახს ახმობენ და ფხვნილის მისაღებად აქუცმაცებენ, შემდეგ მიწას აყრიან. მეთოდს ნიადაგის სადეზინფექციოდ ბოლქვიანი მცენარეების დარგვის წინ იყენებენ, მაგალითად, ტიტა, ხმალა.
თავად მცენარე შეგიძლიათ დაპუდროთ ბუგრის ლავრის გაჩენის დროს. ამით ბუგრები გაქრება.
2. ყვავილის ბოლქვის დეზინფექცია
მცენარე მავნებლებისგან რომ დაიცვათ, შეგიძლიათ დარგვამდე ქრისტესისხლას ნაყენით დაამუშაოთ. 150 გრ დაქუცმაცებულ ქრისტესისხლას ბალახს 5 ლ წყალი დაასხით და 1 დღე გააჩერეთ. შემდეგ ნაყენი გადაწურეთ, ცოტა შეათბეთ და მასში დასარგავად გამზადებული ყვავილის ბოლქვები 2 საათით გააჩერეთ.
3. მღრღნელების დასაფრთხობად
ხმელი ქრისტესისხლა ახალგაზრდა კენკრის ბუჩქებს და ხეხილის ხეებს შორის უბრალოდ მიმოფანტეთ.
4. მორწყვა
ბუგრებით მცენარეების აქტიური დაზიანების შეწყვეტას მხოლოდ მორწყვის გზით შეძლებთ. ვედროს ¼ მოცულობა წვრილად დაჭრილი ქრისტესისხლას ახალი ბალახით გაავსეთ, შემდეგ მდუღარე წყალი ბოლომდე დაასხით ან ბალახი 5 წუთით აადუღეთ.
წყალი 3 საათით გააჩერეთ, შემდეგ გაფილტრეთ და ბუგრებით დაზიანებული მცენარეები მორწყეთ. სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ ნახარშს რამდენიმე კოვზი თხევადი საპონი დაუმატოთ, რომ ხსნარი ფოთლებზე უკეთ გაჩერდეს.
ასევე შეგიძლიათ დაამუშაოთ ხეხილის ხეები, რომლებზეც მუხლუხოები გაჩდნენ.
ქრისტესისხლას უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც ბოსტნეულის, ასევე ნაყოფიერი კულტურების და ყვავილების გასაჯანსაღებლად.
ბალახის მომარაგებაზე შეგიძლიათ მაისი-ივნისში, ყვავილობის პერიდოში იზრუნოთ.ფესვებამდე გადაჭერით, ჩრდილში გაახმეთ და ქაღალდის პაკეტში შეინახეთ.