ნაცნობ საბავშვო ზღაპარში „ადამიანი და დათვი“ თითქოსდა ყველაფერი მარტივადაა: ხორბლის აღმონაცენი – კარგია, თალგამის აღმონაცენი – ცუდი. მაგრამ, როცა სუპერმარკეტის დახლებზე ჭარხლის ფოთლებს ვხედავთ, ადვილია წარმოსადგენია ეშმაკი კაცის მიერ მოტყუებული თათმოჩორთილი მხეცის შეგრძნება.
მანგოლდის მოწითალო მკვრივი ფოთლების (ჭარხლის ფოთლები) ფასი შეიძლება კილოგრამი ძირნაყოფის ღირებულებას აღემატებოდეს. რით არის სასარგებლო ჭარხლის ფოჩები და ღირს თუ არა რაციონში მისი დამატება?
ჭარხლის ფოთლები
ვიტამინების შემცველობით მანგოლდის ფოთლები და ღეროები ჩვეულებრივ სუფრის ჭარხალზე უფრო მდიდარია, მაგრამ ჩვეულებრივი ჭარხლის ფოჩებიც არანაკლებ სასარგებლოა. ჭარხლის ფოთლები ჯერ კიდევ ბაბილონის და ძველი ბერძნების მზარეულებისთვის იყო ცნობილი.
ის უძველესი დროიდან კულინარიაში და მედიცინაში გამოიყენება და ჯანმრთელობის შენარჩუნებას წლებია ხელს უწყობს. ახალგაზრდა ჭარხლის ყლორტები მდიდარია ასკორბინის მჟავით, რომელიც სისხლძარღვებს ელასტიკურს ხდის და იმუნიტეტს აძლიერებს.
ფოლიუმის მჟავა, რომლითაც ჭარხლის ფოჩები მდიდარია, ტვინის მუშაობისთვის აუცილებელია. მასში შემავალი კაროტინოიდები მხედველობას აუმჯობესებენ. ჭარხლის ფოთლების რაციონში მუდმივი გამოყენება წნევას და ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს.
რასთან ერთად ჭამენ?
ჭარხლის ფოთლებს სალათის, ცივი წასახემსებლის, მეორე კერძის, წვნიანის, მწვანე ბორშის მოსამზადებლად იყენებენ. მას თუშავენ, როგორც ისპანახს, ამარილებენ, ამწნილებენ და ყინავენ ზამთრისთვის.
ღეროს ხორცის გარნირისთვის ხარშავენ, ორცხობილებთან ერთად ზეთში წვავენ, რაგუს უმატებენ და ღვეზელის შიგთავსად იყენებენ. ტოლმის მოსამზადებლად კომბოსტოს ნაცვლად შეგიძლიათ ახალგაზრდა ჭარხლის ფოთლები გამოიყენოთ.
ჭარხლის ფოჩების შეძენის დროს უპირატესობა მიანიჭეთ მკვრივ, ღია, მუქ-მწვანე, მოკლე და ძლიერი ღეროს მქონე ფოთლებს. ისე გამოიყენეთ, როგორც ნებისმიერი სხვა ფოთლოვანი ბოსტნეული: ზოგჯერ მდუღარე წყლის გადავლება აუცილებელია, სხვა შემთხვევაში ფოთლების დაჭრა, დამარილება და გაწურვა საკმარისია.
ჭარხლის ფოჩების სალათი
უჯრედისის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო ჭარხლის ფოთლები დიეტური ბოსტნეულის სალათის მოსამზადებლად გამოგადგებათ. ის კიტრს, ბოლოკს, ისპანახს და კაკალს შესანიშნავად ერწყმის.
ასეთი კერძი სწრაფად დაგანაყრებთ, ორგანიზმი ვიტამინებით „დაიმუხტება“, ზედმეტი კილოგრამები კი უბრალოდ არ მოგემატებათ.
ინგრედიენტები:
- 1 კონა ჭარხლის ფოჩი
- 1 კონა მწვანე ნიორი
- 1 კიტრი
- 3 ს/კ მცენარეული ზეთი
- 1 ტკბილი წიწაკა
- 1 ს/კ ვაშლის ძმარი
- მარილი
- 1 კონა ოხრახუში
- პომიდორი ჩერი (აუცილებელი არაა)
მომზადება:
- ინგრედიენტები წვრილად დაჭერით.
- ჭარხლის ფოჩებს დაჭრის წინ მდუღარე წყალი გადაავლეთ. ასე ფოთლები დარბილდება და სპეციფიკური ჭარხლის გემო გაქრება.
- ყველაფერი აურიეთ, მარილი მოაყარეთ, ვაშლის ძმარი მოასხით და ზეთით მორთეთ.
- გემრიელად მიირთვით!
შემწვარი ჭარხლის მწვანილი
ინგრედიენტები:
- 1 კონა ჭარხლის ფოთლები
- 1 ხახვი
- რამდენიმე კბილი ნიორი
- 0,5 ლიმონი
- 1 ს/კ ნიგოზი
მომზადება:
- ამ რეცეპტში გამოიყენება ჭარხლის ფოთლები, მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ მდოგვის ფოთლები, ხუჭუჭა კომბოსტო, ისპანახი.
- ტაფა გაახურეთ. დაუმატეთ მცენარეული ზეთი, ნახევარ რგოლებად დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ნიორი. ხახვის დარბილებამდე შეწვით.
- ამის შემდეგ დაუმატეთ მწვანილი და მომზადების პროცესის დასაჩქარებლად ცოტა წყალი დაასხით.
- როცა მწვანილი მზად იქნება, კერძი კაკლით მორთეთ და ლიმონის წვენი მოასხით. ნამდვილად ძალიან გემრიელი გამოვა!
- გემრიელად მიირთვით!
ჭარხლის ფოჩები შეგიძლიათ გამოიყენოთ ძალიან ბევრ რეცეპტში, სადაც ინგრედიენტად ისპანახი ან მანგოლდი არის მითითებული. ფოთლოვანი ბოსტნეული თქვენს საგაზაფხულო რაციონში ჩართეთ და ჯანმრთელად იყავით!