9 ეფექტური ვარჯიში იმ წყვილებისთვის, რომლებსაც ერთად სურთ წონის დაკლება

პრობლემების უმრავლესობის გადაწყვეტა პარტნიორთან ერთად უფრო მარტივია. იგივე ეხება ფიტნესსაც: თუკი ივარჯიშებთ თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად, მხარს დაუჭერთ ერთმანეთის მიზნებს და შემატებთ ერთმანეთს მოტივაციას, მაშინ თქვენი ურთიერთობაც უფრო ძლიერი იქნება და წონაშიც უფრო მარტივად დაიკლებთ. ამიტომ გთავაზობთ იმ ვარჯიშების სიას, რომლის შესრულებაც მარტივია თქვენს პარტნიორთან ერთად:

ჩაჯდომები

მიეყრდენით ერთმანეთს ზურგებით, გადააჯვარედინეთ ხელები, გადადგით ერთი ნაბიჯი წინ და დაიწყეთ ჩაჯდომების კეთება. შეასრულეთ ვარჯიში სამჯერ, ათი ჩაჯდომით.

ჩაჯდომები მოძრავი ფეხით

დადექით პირისპირ თქვენს პარტნიორთან, ჩაკიდეთ ხელები ერთმანეთს და გადადგით ნაიჯი უკან, შემდეგ დაიწყეთ ჩაჯდომები. ყოველი ჩაჯდომისას ერთი ადამიანი აკეთებს ჩაჯდომას ჩვეულებრივად, მეორე კი წევს ფეხს უკან და მაღლა. შეასრულეთ ეს მოქმედება მონაცვლეობით. გააკეთეთ ვარჯიში ათჯერ ორივე ფეხით.

ორმაგი აზიდვები

ბიჭი იღებს საწყის პოზიციას, გოგო კი მის ზურგზე იღებს აზიდვისთვის შესაფერის პოზიციას საპირისპირო მიმართულებით. ჯერ ბიჭი ასრულებს აზიდვას და მის საწყის პოზიციაში დაბრუნების შემდეგ გოგო ასრულებს აზიდვას მის ზურგზე. ორივემ უნდა შეასრულოთ 10 აზიდვა.

ხელის ჩამორთმევა

ორივე პარტნიორმა უნდა მიიღოს აზიდვების გასაკეთებელი პოზიცია ერთმანეთის პირისპირ და დაიწყოს აზიდვების კეთება. საწყის პოზიციაში დაბრუნების დროს მათ უნდა გაწიონ ხელი წინ და შეახონ პარტნიორის გამოწეულ ხელს. ყოველი აზიდვის შემდეგ უნდა შეანაცვლოთ ხელები. ჯამში შეასრულეთ 10 აზიდვა.

ჯვარედინი

პარტნიორები უნდა დაჯდნენ ერთმანეთის პირისპირ და გადააჯვარედინონ ფეხები. შემდეგ უნდა დაიწყოთ პრესის ვარჯიშების კეთება და ყოველი აწევისას მიადოთ ერთმანეთის ხელებს ხელები. შეასრულეთ ვარჯიში ორჯერ, ათი აწევით.

ვერტიკალური ჯვარედინი

კაცი უნდა დადგეს გამართულად და გოგომ უნდა შემოაწყოს მის წელს ფეხები, შემდეგ კი დაიწყოს აზიდვების კეთება. ორივემ უნდა გააკეთოს ჯამში ათი აზიდვა ასეთ პოზაში.

აწევა

ორივე პარტნიორმა უნდა მოკიდოს ხელები ბოძს და გოგომ ფეხები უნდა შემოაწყოს ბიჭს წელზე. ორივემ ერთად უნდა დაიწყოს აწევა და აწევის შემდეგ ბონუსად შეგიძლიათ აკოცოთ ერთმანეთს. ვარჯიში უნდა შესრულდეს ორჯერ, ათი აწევით.

ფეხების აწევა

ბიჭი უნდა დადგეს ძირს დაწოლილი გოგოს თავთან და დაიჭიროს მისი კოჭები ფეხების ასაწევად. ამ დროს გოგოს უნდა ეკიდოს ბიჭის კოჭებზე ხელები. 10 აწევის შემდეგ უნდა გაცვალონ პარტნიორებმა პოზიცია.

ხელების გამართვა

გოგო უნდა დადგეს სწორად და დაიდოს ხელები თეძოებზე. ბიჭი უნდა დადგეს მის უკან და დაადოს გოგოს ხელები მაჯებზე. ამის შემდეგ უნდა აწიოს გოგომ ხელები მაღლა ბიჭის ხელებთან ერთად. გაიმეორეთ ეს ვარჯიში სამჯერ, 10 აწევით.