ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ მან ალცჰაიმერის პირველი ეფექტური სამკურნალო საშუალება შეიმუშავა.
მათი აზრით, მედიკამენტი შეძლებს დემენციის შენელებას და მალე, ის მილიონობით ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდება!
ბევრმა კომპანიამ ასეთი მცდელობებისთვის მილიარდობით დახარჯა, მაგრამ ვერავინ მიაღწია იმას, რასაც ბიოგენმა. მისი კვლევები საკმარისად დამაჯერებელია იმისთვის, რომ კომპანიამ მომდევნო წლის დასაწყისში აშშ-ს, ევროპასა და იაპონიაში წამლის გაყიდვისთვის საჭირო ლიცენზია მოიპოვოს.
სამედიცინო მიღწევა
წამალს ეწოდა ადუკანუმაბი. მკვლევარებმა, მისი ეფექტურობის დასადგენად, პროექტში მონაწილეობის მისაღებად, დემენციის მქონე 3 000 ადამიანი მიიწვიეს. ექსპერიმენტის დროს შესაძლებელია გაირკვეს, რომ პრეპარატი მნიშვნელოვნად ანელებს ალცჰეიმერის დაავადების პროგრესირებას.
მიშელ ვუნატოსმა, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მათმა კომპანიამ FDA-სგან (სურსათისა და წამლების ადმინისტრაციიდან) მიიღო დახმარება.
ცნობილია, რომ ალცჰაიმერის დაავადება გავლენას ახდენს ათობით მილიონ ადამიანზე მთელს მსოფლიოში. თუ მათი განაცხადი ლიცენზიაზე დამტკიცდება, ეს პრეპარატი 2 წლის განმავლობაში გამოჩნდება აფთიაქებში. სხვათა შორის, ბიოგენის აქციები 21 ოქტომბერს 35%-ით გაიზარდა.
ეს იქნება პირველი ნამდვილი სამკურნალო საშუალება ალცჰაიმერით დაავადებულებისთვის. რა თქმა უნდა, არსებობს საშუალებები, რომლებიც აკონტროლებენ გარკვეულ სიმპტომებს მოკლე პერიოდის განმავლობაში. მაგრამ ბოლო 15 წლის განმავლობაში ახალი წამლები არ შექმნილა.
რა სარგებლობა მოაქვთ ახალ მედიკამენტს?
ადუკანუმაბი არის ტოქსიკური ცილა, რომელიც იწვევს ტვინში დაფის წარმოქმნას. ამლოიდური ცილის დაგროვება უარყოფითად მოქმედებს ტვინის უჯრედების მუშაობაზე.
ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ დასაწყისში კვლევის შედეგები არ იყო შთამბეჭდავი. და ადუკანუმაბის პროექტი მიატოვეს. თუმცა, მოგვიანებით, ბიოგენი მას დაუბრუნდა. შემდგომი ანალიზით დადგინდა, რომ მედიკამენტი ადრეულ ეტაპზე მოქმედებს.
მართალია, ზოგი მკვლევარი ამას სკეპტიკურად უყურებს. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორმა, რობ ჰოვარდმა, თქვა: ”ჩვენ ეს ნაბიჯი უკვე გადავდგით. როგორც კი კვლევის მონაცემები დავინახეთ, აღმოჩნდა, რომ კლინიკური ეფექტი ძალიან მცირე იყო. ვფიქრობ, რომ აქაც იგივე იქნება ”.
სამუელ განდი, ნიუ–იორკის ალცჰაიმერის დაავადებათა კვლევის ცენტრიდან, ასევე არაა 100% დარწმუნებული წამლის ეფექტურობაში.
იმედი გვაქვს, რომ ბიოგენმა შეძლო მედიცინაში წარმატების მიღწევა. ამ მედიკამენტს შეუძლია შეცვალოს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე მთელს მსოფლიოში.
თქვენ როგორ ფიქრობთ? შეძლებს ბიოგენი მსოფლიოს შეცვლას?